ბერლინის მახლობლად ამობრუნებული Flixbus-ის ავტობუსის მძღოლები ქართველები არიან. ორივე მძღოლი გადარჩა და თავს კარგად გრძნობს, მათი გამოკითხვა მიმდინარეობს- არც ერთმა მათგანმა არც გერმანული და არც ინგლისური არ იცის, შესაბამისად თარჯიმანია ჩართული საქმეში.
Flixbus-ის განცხადებით, მძღოლებს მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.
ავტობუსი, რომელშიც 20-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქე იმყოფებოდა, მათ შორის, გერმანელები, დანიელები, ჩეხები , შვედები, ფრანგები, უკრაინელები, პოლონელები, ჩინელები, სირიელები, კანადელები, იაპონელები, თურქები და ა.შ ბერლინთან A 19 ავტობანზე ამობრუნდა.
ავტობუსი კოპენჰაგენიდან ვენის მიმართულებით მოძრაობდა. 54 მგზავრიდან დაშავებულია 31 ადამიანი, მათგან ზოგი მძიმედ.






















































