საერთაშორისო მართვის მოწმობა – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ეროვნული მართვის მოწმობის საფუძველზე გასცემს საერთაშორისო მართვის მოწმობას.
დასაწყისშივე აღვნიშნავთ, რომ ამ ტიპის მართვის მოწმობა, შეგიძლიათ გამოიყენოთ მხოლოდ ტრანზიტული, ან ტურისტული მოტივით.
ეს მოწმობა ეროვნული მართვის მოწმობის საფუძველზე, გაიცემა:
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ ჟენევის 1949 წლის 19 სექტემბრის კონვენციით გათვალისწინებული მოწმობა ერთი წლის ვადით.
ჟენევის კონვენციის წევრი ქვეყნების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/oDUTR
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ ვენის 1968 წლის 8 ნოემბრის კონვენციით გათვალისწინებული საერთაშორისო მართვის მოწმობა 3 წლის ვადით.
ვენის კონვენციის წევრი ქვეყნების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/meBqd
ვენის კონვენციაში შემავალი ქვეყნებისთვის ამ ტიპის მართვის მოწმობის მისაღებად საჭიროა დაინტერესებულმა პირმა მომსახურების სააგენტოში წარმოადგინოს:
1. პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
2. ეროვნული მართვის მოწმობა.
*თუ ეროვნული მართვის მოწმობა 2014 წლის 1-ელ მარტამდე არის გაცემული, მისი შეცვლა სავალდებულოა. შესაცვლელად საჭიროა დამატებით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარდგენა.
ჟენევის კონვენციაში შემავალი ქვეყნებისთვის ამ ტიპის მართვის მოწმობის მისაღებად საჭიროა დაინტერესებულმა პირმა მომსახურების სააგენტოში წარმოადგინოს:
1. პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
2. ეროვნული მართვის მოწმობა.
*საერთაშორისო მართვის მოწმობის საფასურია 109 ლარი.
*საერთაშორისო მართვის მოწმობა მზადდება და გაიცემა რამდენიმე წუთში.
საერთაშორისო მართვის მოწმობა გაიცემა მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში, აღნიშნული სერვისი დისტანციურად არ ხორციელდება.
ასევე დაგაინტერესებთ: ფლორენციაში მცხოვრები ქართველების საყურადღებოდ – საემიგრაციო სამსახური






















































