2026 წლის აპრილში, საბერძნეთში, მინიმალური ხელფასის ზრდა 920 ევრომდეა მოსალოდნელი. რა ცვლილებებს ნახავს მოსახლეობა ახალი ზომებით მომავალი წლიდან, ამის შესახებ ინფორმაციას georgians.gr გვიზიარებს
2026 წელს, მილიონობით დასაქმებულისა და პენსიონერის შემოსავლების მნიშვნელოვანი პირდაპირი და ირიბი ზრდაა მოსალოდნელი. შემოსავლების ზრდა, ერთი მხრივ, იანვარში ამოქმედდება ახალი საგადასახადო შკალის მიხედვით, ყოველთვიური გადასახადების შემცირებით და, მეორე მხრივ, ხელფასებისა და პენსიების ზრდით, რაც კერძო და საჯარო სექტორებში მინიმალური ხელფასის ახალი კორექტირების ფონზე, 2026 წლის აპრილში განხორციელდება.
შეიარაღებულ და უსაფრთხოების ძალებში მომსახურეთა ახალი ხელფასების შკალა ასევე 2025 წლის ოქტომბერში ამოქმედდება. მინიმალური ხელფასის ზრდა საჯარო მოხელეების ხელფასებზეც იმოქმედებს, რადგან გასულ წელს ის პირველად დამკვიდრდა საჯარო სექტორში ხელფასის შკალის საფუძვლად. ამრიგად, საჯარო მოხელეების ხელფასები ჰორიზონტალურად გაიზრდება, თანამდებობისა და სპეციალობის მიუხედავად.
სავარაუდოდ, მინიმალური ხელფასი 880-დან 920 ევრომდე გაიზრდება, ანუ თვეში 40 ევროთი, წმინდა შემოსავლით 779 ევრომდე. 25 წლამდე ასაკის მუშაკებისთვის წმინდა ზრდა 54 ევრო იქნება, რადგან ახალი ზომების მიხედვით, საშემოსავლო გადასახადი არ დაეკისრებათ.
საორიენტაციო ზრდა:
- უფროსი ოფიცრები: +276 ევრო/თვეში.
- რიგითი ოფიცრები: +128 ევრო/თვეში.
- ქვედა კატეგორიები: +103 ევრო/თვეში.
- პოლიციის თანამშრომლები: საშუალო ზრდა +111 ევრო, ვარიაციებით (მაგ. +236 ევრო უფრო მაღალი რანგებისთვის, +63 ევრო სპეციალური გვარდიისთვის).
საგადასახადო შკალის მიხედვით ზრდა: 2026 წლის 1 იანვრიდან საჯარო მოხელეთა ნახევარზე მეტს, განსაკუთრებით მათ, ვისაც შვილები ჰყავთ, გადასახადის განაკვეთი 6 პუნქტამდე შეუმცირდება.
მაგალითები:
- 12,000 ევროს შემოსავლის მქონე პედაგოგი: გადასახადის შემცირება 20 ევროთი (შვილების გარეშე) ან 40 ევროთი (1 შვილით).
- ოფიცერი – 16,000 ევროს შემოსავლით: შემცირება 120 ევროთი (შვილების გარეშე), 240 ევროთი (1 შვილი), 480 ევროთი (3 შვილი).
- ეროვნული ჯანმრთელობის დაზღვევის ექიმი 25,000 ევროს შემოსავლით: 300 ევროს შემცირება (ბავშვების გარეშე) 3,180 ევრომდე (4 შვილით).
ხელფასის თითოეული კატეგორიის საშუალო ყოველთვიური ზრდა:
- დაბალი ხელფასის მქონე პირები (1,000–1,200 ევრო): +40–50 ევრო/თვეში.
- საშუალო ხელფასის კატეგორიები (1,300–1,700 ევრო): +70–100 ევრო/თვეში.
- მაღალი ხელფასის კატეგორიები (1,800–2,200 ევრო): +100–150 ევრო/თვეში.
ასევე დაგაინტერესებთ: “ᲣᲤᲐᲡᲝ ᲓᲐᲮᲛᲐᲠᲔᲑᲐ ᲠᲝᲛᲘᲡ ᲔᲛᲘᲒᲠᲐᲜᲢᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ: “ᲐᲖᲘᲚᲝ”, ᲝᲯᲐᲮᲘᲡ ᲒᲐᲔᲠᲗᲘᲐᲜᲔᲑᲐ, ᲛᲝᲥᲐᲚᲐᲥᲔᲝᲑᲐ…” – ᲛᲐᲙᲐ ᲮᲐᲩᲝᲨᲕᲘᲚᲘ





















































