საბერძნეთი – “ახალი საემიგრაციო საკანონმდებლო ინიციატივა მიღების შემთხვევაში ლეგალიზაციის მოსურნე ემიგრანტები მერწმუნეთ მიიღებენ გაცილებით მეტს და გაცილებით სასარგებლო გარემოს” – გვიზიარებს ინფორმაციას ავთანდილ გიუნაშვილი, ათენში დოკუმენტების სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელი და ემიგრანტთა უფლებების დამცველი.
“საბერძნეთის მიგრაციის და თავშესაფრის მინისტრის მაკის ვორიდისის ახალი საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ, რომელმაც ერთგვარი პანიკა და გაურკვევლობა გამოიწვია მინდა ყურადღება მიაქციოთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან კომპონენტს და არ აყვეთ ცრუ განგაშს.
მინისტრი ვორიდისის ახალი ინიციატივა ე.წ. 7 წლიანი საბუთების გაუქმების შესახებ არის დიდი ხნის კონსულტაციების საგანი და მისი საფუძველი უპირველესად უკავშირდება ევროპული საემიგრაციო საკითხების კომპეტენტური ორგანოების კვლევებს და დასკვნებს, რის გამოც საბერძნეთი არაერთგზის გახდა კრიტიკის ადრესატი არალეგალებისთვის ქვეყანაში ყოფნის სავალდებულო 7 წლის ვადის დადასტურების კრიტერიუმის ხანგრძლივობის გამო, აღნიშნული საკითხი მუდმივად იწვევდა საბერძნეთის საემიგრაციო სისტემის კრიტიკას და მოუწოდებდნენ შეემცირებინა საბერძნეთს ეს ვადა და სანაცვლოდ ალტერნატიული კანონმდებლობა შეეთავაზებინა, როგორც ევროპისთვის ასევე არალეგალი მიგრანტებისთვის.
მეორე მნიშვნელოვანი საკითხი არის ის რომ მინისტრი ვორიდისი გამოდის ინიციატივით ნაკლები არალეგალი იყოს ქვეყანაში ცირკულარული მიგრაციის პრინციპების გათვალისწინებით რაც ასევე არის საერთო ევროპული შეთანხმებების ნაწილი და ეს ნიშნავს მეტ დაცულ ემიგრანტს, მეტ ღირსეულად დასაქმებულ შრომით მიგრანტს და არა პირიქით.
რაც მთავარია ახალი საემიგრაციო საკანონმდებლო ინიციატივა ამ ეტაპზე არის ინიციატივა რაც საჭიროებს საბერძნეთის პარლამენტის თანხმობას და მისი მიღების შემთხვევაში ლეგალიზაციის მოსურნე ემიგრანტები მერწმუნეთ მიიღებენ გაცილებით მეტს და გაცილებით სასარგებლო გარემოს ვიდრე ეს დღეს არის საბერძნეთში როგორც ეს უზრუნველჰყო მინისტრ კერიდისის 2023 წლის საკანონმდებლო ინიციატივამ და ასობით და ათასობით მხოლოდ ჩვენი თანამემამულე გახდა ლეგალი და ღირსეულად შრომობს და ცხოვრობს დღესდღეობით საბერძნეთში ვიდრე ეს ე.წ. 3 წლიანი საბუთების გამოსვლამდე.
ჩემი რჩევა იქნება ნუ აყვებით სოციალურ ქსელებში ატეხილ პანიკას მინიმუმ იქამდე ვიდრე ახალი საემიგრაციო კანონმდებლობა საბერძნეთის პარლამენტს არ მიუღია დასრულებული კანონის სახით. დამიჯერეთ ყველაფერი იქნება იმაზე უკეთ ვიდრე ეს დღეს არის! პატივისცემით Avtandil Giunashvili / ავთანდილ გიუნაშვილი.”
ასევე დაგაინტერსებთ: იტალია – INPS მოსახლეობას აფრთხილებს





















































