იტალიური საფეხბურთო კლუბი მილანი საბა გოგლიჩიძის ტრანსფერით დაინტერესდა. ემპოლისთან პირველი კონტაქტი უკვე შედგა და როსონერი მზადაა საბა გოგლიჩიძის ტრანსფერზე მათთან ოფიციალური მოლაპარაკებები დაიწყონ.
ემპოლი საბა გოგლიჩიძის ტრანსფერში 15 მილიონ ევროს ითხოვს. მილანი ამ თანხაზე როგორ ჩანს თანახმაა. გარდა ამისა, ასევე თანახმაა სეზონის ბოლომდე ქართველი მცველი ემპოლის დაუტოვოს.
საბა გოგლიჩიძისთვის სერია A-ში შესანიშნავი სეზონია. სეზონის დასაწყისში მისი სატრანსფერო ღირებულება 450 ათასი ევრო იყო, ახლა კი 8 მილიონია.






















































