იტალიის დედაქალაქ რომში, Palazzo Velli Expo-ში “შემოდგომის ფესტივალი – თბილისობა 2024” გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი იტალიის რესპუბლიკაში ახალგაზრდა ელჩი, ნინო ჩაჩუა გახლდათ.
ღონისძიების მიზანი, სტუმრებისათვის თბილისობის დღესასწაულის თავისებურებების, ქართული კულტურის, ხალხური ცეკვის და სიმღერის, ტრადიციული ქართული კერძების და ღვინის გაცნობა იყო. ფესტივალი დატვირთული იყო კულტურულ- შემეცნებითი ღონისძიებებით.
დამსწრე საზოგადოებას ასევე შესაძლებლობა ჰქონდა, დამტკბარიყო ქართველ შემოქმედთა ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენით. საღამოს დასასრულს, სტუმრებმა ქართული ტრადიციული კერძები და ქართული ღვინო დააგემოვნეს.
ვერიკო როსტომაშვილი | სპეციალურად რომიდან





















































