იტალიაში, საქართველოს სამი მოქალაქე, პოლიციელის ბინის გაქურდვის მცდელობისთვის დააკავეს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
რომში, ტუსკოლანას ზონაში, სამმა ქართველმა ბინის გაძარცვა სცადა – ბინა პოლიციელის აღმოჩნდა. სახლი აღჭურვილი იყო შესაბამისი სათვალთვალო კამერებით და სიგნალიზაციით, რომელთაც დააფიქსირეს საეჭვო მოქმედებები.
პოლიციის მობილიზება თავად ბინის მეპატრონემ მოახდინა. ის, თანამშრომლებთან ერთად ბინაში შევიდა და სამივე პირი ქურდობის მცდელობისთვის დააკავა. ჯგუფის წევრებმა გაქცევა სცადეს, თუმცა, უშედეგოდ. პოლიციის თანამშრომლებმა ქართველები ძარცვისა და წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავეს.
ასევე დაგაინტერესებთ: ᲒᲔᲠᲛᲐᲜᲘᲐᲨᲘ 15 ᲬᲚᲘᲡ ᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲘ ᲛᲝᲖᲐᲠᲓᲘ ᲔᲠᲗ ᲙᲕᲘᲠᲐᲨᲘ ᲝᲠᲯᲔᲠ ᲓᲐᲐᲙᲐᲕᲔᲡ





















































