რომის სამრევლოს ემიგრანტთა თეატრალური დასი 29 ივნისს პრემიერაზე გიწვევთ – შორს სამშობლოდან, დრო და სივრცე თითქოს ავიწყებს, ან აშორებს ადამიანს საკუთარ ფესვებს, მაგრამ ზუსტად ამ დროს, ერთგვარ ხიდად იქცევა ხოლმე კულტურა, ხელოვნება და თანადგომა. სწორედ ასეთ ხიდს ქმნის ემიგრანტების დიდი ძალისხმევა, რომ შეინარჩუნონ კავშირი სამშობლოსთან და ერთმანეთთან.
რომის სამრევლოსთან არსებული თეატრალური დასი “მარგალიტები”, 29 ივნისს წარმოგიდგენთ სპექტაკლის პრემიერას “ოდესმე გვეშველება რამე?!” დავით კლდიაშვილის სოლომონ მორბელაძის მიხედვით.
სპექტაკლში მონაწილეობენ: რომის სამრევლოსთან არსებული მგალობელთა გუნდი “ჰანგები”. ქორეოგრაფიული ანსამბლი “საქართველოს მარგალიტები” რომის სამრევლოს ემიგრანტები…
კოსტიუმების მხატვარი – ნაილი კიკაბიძე, მხატვარ-დეკორატორი – ლია ჩიქოვანი, ტექ.მონტაჟი – გიორგი ახალაძე, მუს. მონტაჟი – გიორგი ხევსურიშვილი, თეატრის დამდგმელი რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი – ლალი ლატარია.
მისამართი: Via Bartolomeo Alviano 1, რომი
დრო: 29 ივნისი, 15:00 საათი
ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც ონლაინ, ასევე ტაძარში და ინტელექსპრესში (გვანცა გელხაური).
დამატებითი დეტალებისთვის დაუკავშირდით:
- +393920509270
- +393804978896
Tag: ემიგრანტთა თეატრალური დასი
ასევე დაგაინტერესებთ: იტალია – ემიგრანტთა ანსამბლმა „ნანილა“ ფლორენციაში კულტურათა დიალოგი სცენაზე გადმოიტანა





















































