თავშესაფარი იტალიაში – გარდაიცვალა მამაკაცი, რომელიც საემიგრაციო სამსახურის წინ, ღია ცისქვეშ, ღამეს ათენებდა. მამაკაცი თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით რიგში, 22:00 საათიდან იდგა.
თვითმხილველების განცხადებით, მამაკაცი ასაკოვანი იყო. მისი გარდაცვალების შესახებ მაშინ გაიგეს, როდესაც დილის ოთხ საათზე, რიგის გადამოწმება დაიწყეს.
პოლიციას სხვა ვერსია აქვს. მათი განცხადებით, საუბარია ეროვნებით რუმინელ მოქალაქეზე, რომელზეც ქვეყნის დატოვების ბრძანება იყო გაცემული.
ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ იტალიის საემიგრაციო სამსახურებში, სავალალო მდგომარეობაა.
ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, პოლიციის საემიგრაციო სამსახურების გაუმართავ მუშაობაზე სულ უფრო აქტიურად ალაპარაკდნენ და სულ ცოტა ხნის წინ, რამდენიმე ქალაქში, გამოსვლაც მოეწყო.
უსაშველოდ გრძელი რიგებისა და გაუმართავი სისტემის გარდა, მოუწყობელი ინფრასტრუქტურაც ამძიმებს მდგომარეობას.
ხშირად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც თავშესაფარს ითხოვენ, ან უბრალოდ საბუთების გასაახლებლად მიდიან პოლიციაში, სიცხესა და სიცივეში, წვიმასა და ქარში საათობით უწევთ ღია ცისქვეშ დგომა და ხშირად ღამეების გათენებაც, ტროტუარზე.
საქმეში პროფკავშირები და უფლებადამცველები ჩაერთნენ. ისინი მდგომარეობის სასწრაფოდ გამოსწორებას ითხოვენ. აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით.
სასწრაფოდ შედგა პრეფექტურისა და პროფკავშირების ერთობლივი კრება, სადაც განიხილეს არსებული პრობლემები.
ფაქტია, რომ არამხოლოდ დედაქალაქში არამედ მთელ იტალიაში უნდა მოხდეს რეორგანიზაცია.
რათა უზრუნველყოფილი იყოს ეფექტური მომსახურეობა და ჰუმანური დამოკიდებულება ადამიანების მიმართ, რომლებსაც ესაჭიროებათ აღნიშნული უწყების მომსახურება.
მიგრანტებისათვის საჭირო სერვისების ეფექტური მუშაობა რჩება განხილვის მთავარ საგნად იმისათვის, რომ სახლემწიფომ სწრაფად მიიღოს ზომები, რათა თავიდან იყოს აცილებული მსგავსი ტრაგედიები.
ასევე დაგაინტერესებთ: ᲗᲐᲕᲨᲔᲡᲐᲤᲠᲘᲡ ᲛᲝᲗᲮᲝᲕᲜᲐ ᲘᲢᲐᲚᲘᲐᲨᲘ – “ᲐᲖᲘᲚᲝ”





















































