რომის ქართული ანსამბლი ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე წარსდგა!

რომში, მარინოს მუნიციპალიტეტში 22 აგვისტოს, გაიმართა ფოლკლორის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გრანდიოზული ფესტივალი – Festival internazionale del Folklore “Roma in danza”, რომლის ორგანიზატორი იყო Folklore Festivals Blue Diamond.
ფესტივალში, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს სახელით მონაწილეობდა რომში, რომის ქართულ სამრევლოს საკვირაო სკოლა “ფესვებთან” არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი, ქორეოგრაფი – სოფო ქევხიშვილი.

ანსამბლმა ფესტივალზე ორი ქართული ცეკვა წარადგინდა და მაყურებლის დიდი მოწონებაც დაიმსახურა. აპლოდისმენტებისა და ოვაციების ფონზე, მათ გადაეცათ ფესტივალის ორგანიზატორების სპეციალური სერტიფიკატი “Roma in danza”.
ანსამბლი არის იტალიის ქორეოგრაფთა ასოციაციის (ASSO Danza) წევრი და აქტიურად მონაწილეობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კულტურულ ღონისძიებებში. ის უკვე წლებია ემსახურება ემიგრაციაში მცხოვრები ქართველებისა და უცხოელი მაყურებლის დაახლოებას, ქართული კულტურის პოპულარიზაციას მრავალფეროვან ევროპულ კულტურულ სივრცეში.
ანსამბლის გამოსვლები არის არა მხოლოდ სცენური ნომერი, არამედ საქართველოს ტრადიციების, ფერებისა და სულიერი ღირებულებების გაცნობის შესაძლებლობა.
ფოტო კრედიტი: ანა დოგუზოვა



ასევე დაგაინტერესებთ: „ექვსი თვე მონასტერში ვცხოვრობდი, ჩემს სახლში საცხოვრებლად ვერ შევდიოდი“ – როგორია მანჩო პატაშურის ცხოვრება, ამჟამად, ემიგრაციაში?!























































