
მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD), იტალიის დედაქალაქ რომში, ქართველ ემიგრანტებთან საინფორმაციო შეხვედრას გეგმავს, სახელწოდებით – “დაბრუნებულ მიგრანტთა გაძლიერება უკეთესი შესაძლებლობებისთვის”: “კვირას, 29 ივნისს არის საკვირაო სკოლის ბოლო დღე არდადეგებამდე, ძალიან გვინდა ბავშვებს განსხვავებული დღე მოვუწყოთ და 11 საათზე გელოდებით ტრასტევერეზე, გვექნება გამოსამშვიდობებელი დღე, სხვადასხვა აქტივობით და ქართული სამზარეულოთი. პარალელურად მშობლებს შეეძლებათ დაესწრონ მოკლე ლექცია/ვორქშოპს, სადაც ვისაუბრებთ იტალიაში ქართველი ემიგრანტებისთვის არსებულ სხვადასხვა სახის დაფინანსებებზე ( ერძო ბიზნესის წამოწყება), ასევე ემიგრანტების უფლებებზე და განვითარების საშუალებებზე, ასევე სტუდენტებისთვის არსებულ დაფინანსებებსაც შევეხებით. სივრცე არის დიდი, ამიტომ მოვახერხებთ პატარებიც და დიდებიც კარგად განვათავსოთ.”
ასევე დაგაინტერესებთ: იტალია – კალაბრიის რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!





















































