რომის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამრევლოს საკვირაო სკოლასთან “ფესვები” არსებული ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი “საქართველო”, 27 ოქტომბერს, მონაწილეობას მიიღებს რომის ცეკვისა და სიმღერის საერთაშორისო კონკურსში International Competition and Festival of folklore dance e music “Rome Art Ispirations Festival”.
ქართულ ანსამბლთან ერთად, კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ საფრანგეთის, უკრაინის, პოლონეთის, სომხეთისა და ინდონეზიიის წარმომადგენლები.
ანსამბლ “საქართველოს” ქორეოგრაფი გახლავთ სოფიო ქევხიშვილი, ხოლო ღონისძიებაში მონაწილეობის ინიციატორი და ჟიურის წევრი – შოთა ნასყიდაშვილი
ინფორმაცია:
- თარიღი: 27.10.2025
- 14:00 სთ – მუსიკალური განყოფილება
- 16:00 სთ – ცეკვის განყოფილება
- მისამართი: Teatro delle Muse – Via Forlì, 43, 00161 Rome, Italy
- დასწრება თავისუფალია





















































