ხანძარი რომში – რომის აეროპორტში და შეფერხებული ფრენები – იტალიური მედიის ინფორმაციით, ქართველმა მამაკაცმა ხანძარი განზრახ გააჩინა.
5 თებერვალს, დაახლოებით დილის 7 საათზე, რომის ჩამპინოს აეროპორტში, ქართველმა მამაკაცმა აეროპორტის სამეთვალყურეო კოშკში შეაღწია და ცეცხლი გააჩინა.
მომხდარის გამო, აეროპორტმა ფრენები შეაჩერა და მგზავრთა მიღება დროებით შეწყვიტა. ჩამომფრენი რეისები ფიუმიჩინოს აეროპორტზე გადანაწილდა. დაინიშნა ასევე სპეციალური ავტობუსები ქალაქის ცენტრალურ სადგურამდე.
ადგილობრივმა პოლიციამ დააკავა საქართველოს მოქალაქე, რომელიც იტალიაში სულ რამდენიმე დღის ჩასული აღმოჩნდა. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ იტალიური სამართალდამცავი ორგანოები. მსხვერპლი არ არის, თუმცა, დაზიანებულია აპარატურა.
თუ რატომ გააჩინა მამაკაცმა ხანძარი, ამის შესახებ ჯერ ცნობილი არ არის.
ასევე დაგაინტერსებთ: რომის “ქვესტურის” რიგში ღამით მამაკაცი გარდაიცვალა





















































