გადახდის ბარათი – “როგორ მოვითხოვოთ გადახდის ბარათი PostePay Evolution იტალიაში?!”
ინფორმაციას, თარჯიმანი და მედიატორი ნეაპოლში, მაკა ხაჩოშვილი გვიზიარებს:
“უცხოელი მოაქალაქე, იტალიის რესპუბლიკაში, ბარათი (Visa, MasterCard), რომ მოითხოვოს უნდა ფლობდეს ამავე ქვყნაში გაცემულ შემდეგ მოქმედ დოკუმენტებს
– ბინადრობის ნებართვის დოკუმენტი “Permesso di Soggiorno”
– პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი “ Carta d’identità”
– ფისკალური კოდი “Codice Fiscale”
– ასევე წარმოშობის ქვეყნის პასპორტი
ხშირად, თავშესაფრის მაძიებელმა უცხოელმა არ იცის, რომ როდესაც ე.წ. აზილოს დოკუმენტზე განაცხადს შეიტანს საემიგრაციო პოლიციაში, ეს ორგანო C3 ფორმის დოკუმენტის გაცემასთან ერთად გასცემს დროებით ფისკალურ კოდს “Codice Fiscale“ რომელიც უცხოლს შესაძლებლობას აძლევს იტალიაში ცხოვრების ჩაწერა დაარეგისტრიროს, რაც შესაძლებლობას იძლევა ჰქონდეს წვდომა იტალიური პირადობის მოწმობაზე.
აქედან გამომდინარე, იტალიის სახელმწიფო, თავშესაფრის მაძიებელსაც (თუნდაც “აზილოს” განაცხადის განხილვა ჯერ ისევ პროცესში იყოს), აძლევს შესაძლებლობას მოითხოვოს ბარათი.
აზილოს განმცხადებელმა, ბარათის მისაღებად, საფოსტო განყოფილებაში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
– პოლიციის “Questura”-ის საემიგრაციო სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი C3
– დროებითი ფისკალური კოდი “Codice Fiscale”
– პირადობის დამადასტურებელი დოკუმნეტი “Carta d’Identità”
იტალიის ფოსტის მიერ გაცემული ბარათი “PostePay Evolution” მოქმედია, როგორც საქართველოში ასევე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში.
საფოსტო განყოფილებაში “PostePay Evolution” დამზადების ღირებულება 10 ევროს შეადგენს ხოლო ბარათის შენახვის საფასური წელიწადში 15 ევროა.
ასევე დაგაინტერესებთ: იტალია – POSTAPAY, რა განსხვავებაა STANDARD და EVOLUTION-ს შორის





















































