რას ნიშნავს TFR, იგივე “ლიკვიდაციონე” იტალიაში?!
TFR (Il Trattamento di fine rapporto), იგივე Liquidazione ეს არის სამსახურის დასრულებისას გადასახდელი კომპენსაცია დამსაქმებლის მხრიდან, ანუ ეს არის თანხა, რომელსაც დამსაქმებელი ყოველწლიურად აგროვებს და უხდის პირს სამუშაო კონტრაქტის დასრულების შემდეგ.
TFR გეკუთვნით მიუხედავად იმისა, რა მიზეზით შეწყდა სამუშაო ხელშეკრულება: გაგათავისუფლეს, საკუთარი სურვილით დატოვეთ სამსახური, მოხუცი გარდაიცვალა, თუ კონტრაქტს ამოეწურა ვადა..
როგორც წესი, მისი გადახდა ხდება ერთიანად, სამუშაო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში. თუმცა, შესაძლებელია მისი წინასწარ მოთხოვნა, მაგრამ წელიწადში მხოლოდ ერთხელ და არა საერთო რაოდენობის 70 პროცენტისა
დაანგარიშება ინდივიდუალურად, კონტრაქტის ტიპის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით ხდება.
დაგროვება გრძელდება ორსულობის, ან ავადმყოფობის დროსაც, თუ ეს პერიოდი არის ანაზღაურებადი.
თუ მომვლელი/ოჯახში დასაქმებული პირი გარდაიცვალა, იგი ეკუთვნით მის მემკვიდრეებს, კანონით განსაზღვრული წესით.





















































