რას ნიშნავს ფისკალური კოდი იტალიაში და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?
იტალიაში ცხოვრების, ან მუშაობის დაწყებისას ერთ-ერთი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის ფისკალური კოდის (Codice Fiscale) აღება. ეს კოდი წარმოადგენს პირად საგადასახადო იდენტიფიკატორს და აუცილებელია პრაქტიკულად ყველა ყოველდღიური და ადმინისტრაციული ქმედებისთვის.
რა არის ფისკალური კოდი?
ეს არის არის უნიკალური ალფანუმერული კოდი (შეიცავს ასოებს და ციფრებს), რომელიც ენიჭება თითოეულ ადამიანს იტალიის შემოსავლების სამსახურის (Agenzia delle Entrate) მიერ. იგი შედგება 16 სიმბოლოსგან და მიღებულია პიროვნების სახელის, გვარის, დაბადების თარიღისა და ადგილის მიხედვით სპეციალური ალგორითმით.
მაგალითი: MRARSS80A01H501U
რისთვის გჭირდებათ ფისკალური კოდი?
- დასაქმებისთვის და ხელფასის მისაღებად
- საბანკო ანგარიშის გასახსნელად
- ბინის დაქირავებისთვის, ან კომუნალური ხელშეკრულებების გასაფორმებლად
- სამედიცინო მომსახურების მისაღებად და ჯანმრთელობის ბარათის (Tessera Sanitaria) მისაღებად
- სკოლებში, ან უნივერსიტეტში დასარეგისტრირებლად
- მობილური სიმბარათის ან ინტერნეტის შესაძენად
- ნებისმიერი ოფიციალური კონტრაქტის გასაფორმებლად
როგორ იღებენ მას უცხო ქვეყნის მოქალაქეები?
ფისკალური კოდის მისაღებად საჭიროა ვიზიტი ჩანიშნოთ და გამოცხადეთ თქვენი საცხოვრებელი ქალაქის შემოსავრების სამსახურის (Agenzia delle Entrate) ოფისში და თან უნდა გქონდეთ:
- პასპორტი ან ID ბარათი (დამოკიდებულია მოქალაქეობაზე)
- იტალიაში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ., ვიზა, ან ბინადრობის ნებართვა)
დასარეგისტრირებლად საჭირო ფორმა ძირითადად მარტივია და შესაძლებელია, რომ პასუხიც იმავე დღეს მიიღოთ. კოდი გეძლევათ უფასოდ.
შეიძლება თუ არა ფისკალური კოდის მიღება იტალიაში ჩასვლამდე?
დიახ, ზოგიერთ შემთხვევაში – მაგალითად, სტუდენტებისთვის ან იმ პირებისთვის, ვინც წინასწარ ამზადებს საბუთებს დასაქმებისთვის – შესაძლებელია ფისკალური კოდის აღება იტალიის საკონსულოში საქართველოში, ან იტალიის მიგრაციის სპეციალური სერვისების მეშვეობით.
ამგვარად
ფისკალური კოდი იტალიაში არ არის მხოლოდ საგადასახადო იდენტიფიკატორი — ეს არის ძირითადი პირადი ნომერი, რომელიც აუცილებელია ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში. მისი ქონა ნიშნავს, რომ უკვე ფორმალურად აღიარებული ხართ სისტემაში, რაც გეხმარებათ მიიღოთ ყველა უფლება, რომელიც კანონით გეკუთვნით.
ასევე დაგაინტერესებთ: იტალია – რას ნიშნავს INPS და რა პრობლემებთან არის დაკავშირებული მასთან კომუნიკაცია?!





















































