ფაშიზმზე გამარჯვება – 25 აპრილს იტალიაში აღინიშნება როგორც “გათავისუფლების დღე” – Festa della Liberazione, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული დღესასწაულია თანამედროვე იტალიის ისტორიაში. ეს დღე სიმბოლოა ფაშიზმის დამარცხების, ნაციზმისგან გათავისუფლებისა და დემოკრატიული ღირებულებების აღდგენისა.
Tag: ფაშიზმზე გამარჯვება
ისტორიული კონტექსტი
იტალიის პოლიტიკური და სამხედრო ისტორია მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში მკვეთრად შეიცვალა.
1922 წელს ბენიტო მუსოლინი თავისი ფაშისტური პარტიით მოვიდა ხელისუფლებაში „მარში რომზე“-ს შემდეგ და საფუძველი ჩაუყარა ფაშისტურ რეჟიმს, რომელმაც 20 წელზე მეტი იარსება.
მუსოლინის მმართველობა ავტორიტარული და რეპრესიული იყო — ქვეყანაში აღარ იყო პოლიტიკური პლურალიზმი, დამკვიდრდა ცენზურა და პოლიტიკური დევნა. 1930-იანი წლებიდან იტალია და გერმანია გაერთიანდნენ პოლიტიკურად და სამხედრო კავშირით.
1940 წელს იტალია ოფიციალურად “შევიდა” მეორე მსოფლიო ომში ჰიტლერის მხარეს. თუმცა, ომის მსვლელობისას იტალიური არმია მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და მოსახლეობაში უკმაყოფილება გაიზარდა.
გადამწყვეტი წლები: 1943–1945
1943 წლის ივლისში, მოკავშირეებმა (აშშ, ბრიტანეთი და სხვ.) სიცილიაზე დაიწყო სამხედრო ოპერაცია, რამაც მნიშვნელოვანი ზეწოლა მოახდინა მუსოლინის ხელისუფლებაზე. 25 ივლისს ის გადააყენეს და დააპატიმრეს. თუმცა, გერმანიის არმიამ ის გაათავისუფლა და ჩრდილოეთ იტალიაში დააარსა მარიონეტული “იტალიის სოციალური რესპუბლიკა”.
ამ დროს ჩრდილოეთი იტალია კვლავ ოკუპირებული იყო გერმანული ჯარების მიერ და აქტიურად მოქმედებდნენ როგორც ფაშისტური ძალები, ისე “იტალიელი პარტიზანები”, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკური მიმართულებებისგან შედგებოდნენ (კომუნისტები, სოციალისტები, ლიბერალები და სხვ.).
25 აპრილი 1945 – გათავისუფლება
1945 წლის აპრილში პარტიზანულმა მოძრაობამ განახორციელა მასშტაბური აჯანყება გერმანელებისა და ფაშისტების წინააღმდეგ. 25 აპრილს, პარტიზანების ეროვნულმა კომიტეტმა (Comitato di Liberazione Nazionale* გამოაცხადა საყოველთაო აჯანყება მილანსა და ტურინში — ჩრდილოეთ იტალიის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცენტრში.
მძიმე ბრძოლების შემდეგ ქალაქები გათავისუფლდა. ბენიტო მუსოლინი, რომელიც გაქცევას ცდილობდა შვეიცარიისკენ, 28 აპრილს შეიპყრეს პარტიზანებმა და იმავე დღეს სიკვდილით დასაჯეს.
მემკვიდრეობა და გავლენა
25 აპრილი დღეს იტალიელებისთვის წარმოადგენს სამოქალაქო თვითშეგნების, თავისუფლების დაცვისა და სამომავლო პასუხისმგებლობის გამოხატულებას. ის ახსენებს ყველას, რომ დემოკრატია და თავისუფლება მუდმივ დაცვას საჭიროებს.
ასევე დაგაინტერესებთ: “სტრანიერები” იტალიელებისთვის მთავარი პრობლემა აღარ არიან





















































