რა უნდა იცოდეთ ვენეციის წყლის ტრანსპორტზე?!
“შენი გიდი ვენეციაში” საინტერესო და სასრგებლო ინფორმაციას გვიზიარებს:
ვაპორეტო (Vaporetto) ვენეციაში მთავარი საზოგადოებრივი წყლის ავტობუსია (ACTV).
მთავარი მარშრუტებია:
- №1 და №2, რომლებიც დიდ არხზე (Grand Canal) მოძრაობენ
- მურანო / ბურანო №3 და №4,1 /4,2
ერთჯერადი ბილეთის ფასი:
1 გზის ბილეთი (ვალიდურია 75 წუთი) ღირს 9.50 € – 10.00 €.
ბილეთის გამოყენება შეგიძლიათ გადაჯდომებით 75 წუთის განმავლობაში (ერთი მიმართულებით).
აბონიმენტები:
- 24 საათი: 25 ევრო
- 48 საათი: 35 ევრო
- 72 საათი: 45 ევრო
- 7 დღე: 65 ევრო
ნავში ასვლამდე ბილეთი აუცილებლად უნდა მიადოთ ელექტრონულ ვალიდატორს (თეთრ/მწვანე აპარატს).
მნიშვნელოვანი: ვალიდაციის გარეშე მგზავრობა ითვლება უბილეთოდ მგზავრობად, მაშინაც კი, თუ აბონემენტი იყიდეთ! რაც ითვალისწინებს ჯარიმას 60-დან 90 ევრომდე (ადგილზე გადახდისას) + ბილეთის საფასური.
ᲔᲛᲘᲒᲠᲐᲪᲘᲐ ᲓᲐ ᲢᲠᲐᲜᲡᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ – ᲓᲔᲐ ᲧᲝᲚᲑᲐᲘᲐ ᲜᲘᲜᲐ ᲛᲐᲛᲣᲙᲐᲫᲘᲡ ᲞᲝᲓᲙᲐᲡᲢᲨᲘ
ᲔᲛᲘᲒᲠᲐᲪᲘᲐ ᲓᲐ ᲐᲡᲢᲠᲝᲚᲝᲒᲘᲐ – ᲛᲘᲮᲔᲘᲚ ᲪᲐᲒᲐᲠᲔᲚᲘ ᲜᲘᲜᲐ ᲛᲐᲛᲣᲙᲐᲫᲘᲡ ᲞᲝᲓᲙᲐᲡᲢᲨᲘ





















































