მონატრებისა და სიხარულის ცრემლი და ემოცია ახლდა იტალიის ქალაქ მუზეუმად აღიარებულ ფლორენციაში, სპეციალურად ქართველი ემიგრანტებისთვის გამართულ ღონისძებას.
ქართველები იტალიაში – ასოციაცია “ქართული სახლის” და მისი დამფუძნებლების მაკა გიგიაძისა და ჯანო ლიკლიკაძის ინიციატივითა და ორგანიზებით და ფლორენციის წმინდა ნინოს სახელობის ქართული სამრევლოს წინამძღვრის, არქიმანდრიტ ანდრია ლაცაბიძის მხარაჭერით, 27 აპრილს თეატრ ლე ლაუდის სცენაზე იაკობ გოგებაშილის უკვდავი ნაწარმოები “იავნანამ რა ჰქმნა” დაიდგა რეჟისორ გოჩა კაპანაძისა და პროდიუსერ მაია პაქსაშვილის ხელმძღვანელობით.
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის მსახიობებმა და თეატრალური სტუდია “ნევერლენდი”-ის მოსწავლეებმა, მაყურებელს დაუვიწყარი წუთები აჩუქეს. სპექტაკლის პრემიერა გასული წლის ივნისში შედგა და დიდი რეზონანსი მოჰყვა. ამჯერად, მისი ხილვის სიამოვნება, ქართველ ემიგრანტ მაყურებელსაც ხვდა წილად.
- რეჟისორი: გოჩა კაპანაძე
- პროდიუსერი: მაია პაქსაშვილი.
- თეატრსტუდიის ხელმძღვანელი: საბა სანიკიძე.
- სპექტაკლში მონაწილეობენ, ქ. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები: ინგა კაკიაშვილი, მაგდა გერაძე, მაგდა ჩიხლაძე, ნიკოლოზ ჯანგავაძე, მანუჩარ ბეგალიშვილი.
- მოწვეული მსახიობი: დათო ლიკლიკაძე.
- ასევე თეატრალური სტუდია “ნევერლენდი”-ის მოსწავლეები: ემილი გვეტაძე, ანამარია ზედაშიძე, მართა რობაქიძე, ევა ბოჭორიშვილი, ანა ჯანაშია, დემეტრე კელენჯერიძე, მარიამ კელენჯერიძე, მარიამ ფანცულაია, ანასტასია კაკუშაძე, სესილი მამრიკიშვილი, ანანო ახობაძე, ბარბარე არველაძე, ნიტა ცეცხლაძე, იოანა ლოსაბერიძე, ინა ინაკავაძე, ელენე არწივიძე.
- სტუდიის პედაგოგები:ანა ზანკალიანი, მიმი ჯავახიშვილი, ნატალია ჩიღვინაძე.
- პროექტის ორგანიზატორი და ხელმძღვანელი: მაკა გიგიაძე, ჯანო ლიკლიკაძე
იხილეთ სიუჟეტი
ავტორები: ნინა მამუკაძე, ქეთა სორდინი ჯაფარიძე, სოფო ჩუთლაშვილი
ასევე დაგაინტერსებთ: იაპონელი ქართველოლოგი ჰაიატე სოტომე სტუმრად ემიგრანტი ჟურნალისტის, ნინა მამუკაძის საავტორო გადაცემაში LA PIAZZA






















































