ფრენები ქუთაისიდან – სასიამოვნო სიახლე მოგზაურებისთვის…
2025 წლის 3 ივნისიდან, ავიაკომპანია Wizz air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან საფრანგეთის ქალაქ ლიონის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს.
ახალი მიმართულება განსაკუთრებით ფეხბურთის მოყვარულებსა და გიორგი მიქაუტაძის გულშემატკივრებს გაახარებს – პირდაპირი რეისი საშუალებას გაძლევთ ქართველი ფეხბურთელის მატჩებს „ლიონის“ საშინაო სტადიონზე დაესწროთ, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა.
რეისები კვირაში ორჯერ – სამშაბათსა და შაბათს შესრულდება.
ასევე დაგაინტერესებთ: თბილისსა და პარიზს შორის ფრენებს, კიდევ ერთი ავიაკომპანია იწყებს






















































