ქუთაისის აეროპორტი – Wizz Air-ი, 2025 წლის აპრილიდან აღადგენს ფრენებს ქუთაისიდან ორი საერთაშორისო მიმართულებით: მადრიდი (ესპანეთი) და ჰამბურგი (გერმანია). ბილეთების საწყისი ფასი მხოლოდ 39.99 ევროა, ქართველ მგზავრებს უფრო ხელმისაწვდომი მოგზაურობის შესაძლებლობება ექნებათ.
ავიაკომპანია 2025 წლის აპრილიდან განახორციელებს ფრენებს ჰამბურგისა და მადრიდის მიმართულებით კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და შაბათს.
გარდა ამისა, Wizz Air-ი გაზრდის ფრენების სიხშირეს ქუთაისიდან პრაღის (ჩეხეთი), ლარნაკას (კვიპროსი), ასევე ათენისა და თესალონიკის (საბერძნეთი) პოპულარულ მიმართულებებზე.
წყარო:avianews.ge
ასევე დაგაინტერესებთ: საქართველო 10 ყველაზე პოპულარული ტურისტული ქვეყნების სიაში მოხვდა






















































