შეტყობინება მათთვის, ვისაც იტალიაში სწავლის მიზნით ვიზაზე განაცხადის შეტანა სურს!
Tag: განათლება იტალიაში
იტალიის საელჩო თბილისში აცნობებს ყველა პირს, ვისაც სწავლისა და სასწავლებელში ჩარიცხვის მიზნით ვიზის მიღება სურს, რომ 2026 წლის 12 აგვისტოდან 16 სექტემბრის ჩათვლით, ყოველ ოთხშაბათს, 15:00-დან 16:00 საათამდე, ვიზაზე განაცხადის შეტანა შესაძლებელი იქნება წინასწარი ჩაწერის გარეშე, საკონსულო განყოფილებაში პირადად გამოცხადებით.
მიღება განხორციელდება ე.წ. walk-in პრინციპით, წინასწარი ჩაწერის გარეშე, რიგითობის მიხედვით — „ვინც პირველი მივა, მას პირველს მოემსახურებიან“ (first come, first served).
ეს შესაძლებლობა განკუთვნილია მხოლოდ მათთვის, ვისაც ჯერ არ აქვს დანიშნული ვიზიტის დრო. სტუდენტები, რომლებსაც უკვე აქვთ დაჯავშნილი შეხვედრა, ამ წესით მიღებაზე არ დაიშვებიან.
წარსადგენი მოთხოვნებისა და საჭირო დოკუმენტების სრული ჩამონათვალისთვის იხილეთ იტალიის საელჩოს ოფიციალური ვებგვერდი.
ᲔᲛᲘᲒᲠᲐᲪᲘᲐ ᲓᲐ ᲢᲠᲐᲜᲡᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ – ᲓᲔᲐ ᲧᲝᲚᲑᲐᲘᲐ ᲜᲘᲜᲐ ᲛᲐᲛᲣᲙᲐᲫᲘᲡ ᲞᲝᲓᲙᲐᲡᲢᲨᲘ





















































