იტალიის სასაზღვრო პოლიციამ აეროპორტში საქართველოს 33 წლის მოქალაქე დააკავა, რომელიც ლონდონის მიმართულებით მიმავალ რეისზე ყალბი პასპორტით ასვლას ცდილობდა.
კაცმა პასპორტის კონტროლის დროს აეროპორტის თანამშრომლებს ლატვიური პასპორტი წარუდგინა, რამაც პოლიციის ეჭვი გააჩინა. დამატებითი შემოწმებები შედეგად დოკუმენტზე გაყალბების ნიშნები გამოავლინდა.
იტალიური მედიის ცნობით, მგზავრი დაკავებულია პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტების ფლობისა და გამოყენებისთვის





















































