ქართველი სპორტსმენები იტალიაში – სოფია ღურწკაიას, იტალიის ჩემპიონს აპნნოაში, “ესმესი მედიის” გულშემატკივარი კარგად იცნობს.
აფხაზეთიდან დევნილი სოფია ღურწკაია უკვე წლებია იტალიაში ცხოვრობს. ის პროფესიით იურისტია, თუმცა ემიგრაციაში ცხოვრება სპორტს დაუკავშირა, ახალი პროფესია შეიძინა და სპორტის სახეობა აპნოაში (ფრაიდაივინგი), იტალიის ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
31 მარტს, ფლორენციაში გამართულ შეჯიბრზე, სოფიამ კიდევ ერთი დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.
სოფია ღურწკაია: იანვრიდან დღემდე, 4 რეგიონალური და 1 ნაციონალირი შეჯიბრი გამოვიარე. Ხუთივეჯერ ავედი პოდიუმზე. ყოველ ჯერზე, როცა ჩემგან საახლობლოში ინფორმაცია გადის, მეკითხებიან თუ რატომ არ ვაზიარებ ამა ყველაფერს სოც ქსელში… იმიტომ, რომ სოც. ქსელებთან ვარ პასიურ დამოკიდებულებაში! – თუმცა, შენიშვნა მართებულად მიმაჩნია და მოგახსენებთ ორ სიტყვას.
ფრიდაივინგი, თუ აპნოა (ვინ როგორც იცის) არის ჩემი გატაცება. ამ ჯანსაღ, მშვიდ და საღ გარემოში მივყვები მათ წესებს, რომელიც ყოველთვის ამართლებს. თუნდაც ერთი ვარჯიში არის საყურადღებო და საპასუხისმგებლო, რასაც შეჯიბრებაზე მოაქვს შესაბამისი შედეგი. ვაღიარებ ვარჯიში არასოდეს ყოფილა სასიამოვნო, Მაგრამ შედეგი იმდენად სასიამოვნოა, რომ მისგან მიღებული ადრენალინი მიმყვევა ვარჯიშიდან ვარჯიშამდე და შეჯიბრებიდან შეჯიბრებამდე.
Მაქვს იმის აბსოლუტური საშუალება და შესაბამისად თავისუბლებაც, რომ ჩემს გატაცებას მივცე რეალიზება ამ უსასრულო ემიგრაციაში ოჯახის წევრების, მეგობრების და ნათესავებისგან შორს, რომელსაც Apnea Firenze და ჩემი სამსახური მაძლევს.
Მადლობა მინდა გადავუხადო ინსტრუქტორებს და ასისტენტებს, თითოეული ვარჯიშისთვის და ჩემი ყოველი წინ გადადგმილი ნაბიჯისთვის. მადლობა Serena Tarani -ს ყოველი შეჯიბრებისთვის, ორგანიზებულობისთვის, პასუხისმგებლობისთვის და მოთმინებისთვის. მადლობა ჩემ Apnea Firenze – ს მეგობრებს თანადგომისთვის და გამხნევებისთვის… ისევ და ისევ უღრმესი მადლობა Mattia Malara – ს ამ სპორტში ჩემი ზიარებისთვის.
Წინ კიდევ ბევრი სიახლე და წინსვლა გველის!” – გვიზიარებს ემოციებს ქართველი ემიგრანტი.
ERMES TV-ის რედაქცია მომავალშიც დიდ წარმატებას უსურვებს სოფია ღურწკაიას
tag: ქართველი სპორტსმენები იტალიაში





















































