“ქართველი ლორდი” დავით ლორთქიფანიძე კვლავ დაიცავს სერია C-ში დაწინაურებული “რავენას” ღირსებას – კლუბი კმაყოფილებით აღნიშნავს დავითის დარჩენას და დარწმუნებულია იმაში, რომ მისი პროფესიონალიზმი და პროგრესი კვლავაც მნიშვნელოვანი რესურსი იქნება მათთვის.
კლუბმა უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ ქართველი ნახევარმცველი 2025/26 სეზონზეც მოირგებს „ჯალოროსის“ მაისურს:
„24 წლის, დინამიურმა და მართლაც თავდადებულმა ქართველმა ნახევარმცველმა დავით ლორთქიფანიძე მ, თავისი მრავალმხრივი უნარებით მთელი სეზონის განმავლობაში მოახერხა მოახერხა, ბალანსი მიეცა გუნდის ნახევარდაცვისთვის.
გასულ სეზონში მან ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შეტევით ფაზაში, გაიტანა 7 გოლი, მათ შორის ერთ-ერთი – პისტოიეზეს წინააღმდეგ ნახევარფინალში. ჩვენ კმაყოფილები ვართ დავითის დარჩენით და დარწმუნებული ვართ, რომ მისი შრომისმოყვარეობა და წინსვლა, კვლავაც ფასეული იქნება ჩვენი გუნდისთვის.“
ასევე დაგაინტერესებთ: ნინა, იქნებ ეს წერილი კვარას ყურამდე მივიდეს!? – “ნაპოლის” გულშემატკივარი კვარაცხელიას და ქართველებს ბოდიშს უხდის და სიყვარულს უგზავნის






















































