ქართველი ემიგრანტის თვითმკვლელობა რომში, 1922 წლის ივნისი, გაზეთი La Tribuna
გაზეთი იუწყება საქართველოში დაბადებულ ქალბატონზე Caterina De Lasseu-ზე. ფრანგული გვარით იმიტომ, რომ ქალს ფრანგი ქმარი ჰყოლია; მაგრამ, რადგან ასევე წერია, რომ ის იყო “საქართველოში დაბადებული” და რომში, სასტუმრო სავოიაში ცხოვრობდა საკუთარი ოჯახის წევრთან ერთად, სახელად Hati Melidzé (ანუ ხათი/ხათუნა მელიძე), და ასევე მითითებულია, რომ რომის რუსულ საზოგადოებას სტუმრებოდა, დასაშვებია, რომ ის ყველანაირ ეჭვგარეშე ქართველი იყო. ყველაფრის მიუხედავად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გაზეთი ცდება, რომელი ეროვნების უნდა ყოფილიყო ის, თუ ჰყავდა ბიძაშვილი/დეიდაშვილი Hati Melidzé?
გაზეთში წერია რომ ეკატერინე იყო 27 წლის და ცხოვრობდა რომის ერთ-ერთ სასტუმროში ერთი წლის განმავლობაში. რადგან ეს ამბავი 1922 წლის ივნისში მოხდა, ემთხვევა 1921 წელს საქართველოს საბჭოთა ოკუპაციას გამოქცეულ ქართველის მაგალითს.
სტატიიდან ასევე ვიგებთ, რომ მას ჰყავდა შვიდი წლის გოგონა, სახელათ Sieri, რაც აშკარადაა რუსული Серафима-ს იტალიური ვერსია. რაც შეეხება ქმარს, ის ფრანგი ოფიცერი ყოფილა, რომელიც იმ დროს ირანში იმყოფებოდა.
გაზეთი აღწერს, რომ ეკატერინე, ივნისის დღეებში ძალიან მოწყენილი ყოფილა, რადგან გაუგია, რომ საქართველოში პოლიტიკური არეულობის გამო, მისი ძმა მოუკლავთ. გარდა ამისა, ქალი დიდ ფინანსურ გაჭირვებაში იმყოფებოდა.
22 ივნისს, როდესაც შვილთან ერთად შუადღეს სასეირნოდ გასულა, მანქანაში, თავის მოკვლის მიზნით, ოცი აბი ვერონალი დაულევია, რომელიც იმ დროს გამოიყენებოდა, როგორც დამამშვიდებელი პრეპარატი. სასტუმროში დაბრუნებულს, ფოიეში საშინელი ტკივილი უგრძვნია მუცელში, რის გამოც საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ უცნობია, შეძლესთუ არა ექიმებმა მისი გადარჩენა. გაზეთის ცნობით, უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ავტორი: ტოგო დათუაძე






















































