წარმატებული ქართველები იტალიაში
იტალიის დედაქალაქ რომში, 17 და 18 მაისს, გალერეაში Spazio d’arte 2020, გაიმართება ფოტოგამოფენა, რომელშიც იტალიელ ფოტოხელოვანებთან ჯორჯო გრიმოძისა და ანჯელო დიფაციოსთან ერთად, ახალგაზრდა ნიჭიერი ქართველი ემიგრანტი, თამარ თელიაშვილიც მონაწილეობს.
თამარის ნამუშევრები იხილეთ ბმულზე
- დამთვალიერებლებისთვის გამოფენა 10.00-დან 21.00 საათამდე იქნება ღია
- მისამართი: რომი, Via Giuseppe Carbona 44
ცნობისათვის: თამარ თელიაშვილი წარმოშობით მესხია, პროფესიით – თეოლოგი. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. საქართველოში აქტიური საზოგადობრივი ცხოვრებით ცხოვრობდა, მაგრამ 2011 წელს, თეოლოგიაში მაგისტრატურის დასაცავად რომში გადავიდა, სწავლის პარალელურად უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაშიც მუშაობდა. ფოტოგრაფია მოგვიანებით შეიჭრა მის ცხოვრებაში, კოვიდამდე, რომში ფოტოგრაფიის სკოლაში ისწავლა, კურსზე საუკეთესო იყო. ამჟამად იღებს იტალიელ მსახიობებს, კონფერენციებს, ქორწილებს, წვეულებებს, უყვარს რეპორტაჟული და ასევე არტისტული სტილი. ბოლო დროს მოდითაც დაინტერესდა… მოკლედ რომ ვთქვათ, მზად არის ახალი გამოწვევებისთვის.
ERMES TV-ის რედაქცია წარმატებას უსურვებს და მხარდაჭერას უცხადებს ქართველ ხელოვანს უცხო მიწაზე…





















































