ქართველი ემიგრანტი ხელოვანი ლალი ბერიძე, ფლორენციაში გამართულ ჯგუფურ გამოფენაზე, მონაწილეთა შორის საუკეთესოდ დასახელდა და დამსახურებული ჯილდოც გადაეცა.
ეს გახლავთ იტალიაში მოქმედი კულტურული ასოციაცია “გადარტეს” მიერ ორგანიზებული ღონისძიება. ასოციაცია იტალიელ და უცხოელ ხელოვანთა გაერთიანებას წარმოადგენს და პერიოდულად პროფესიუნალურ და სამოყვარულო გამოფენებს ატარებს. წელს, “გადარტეს” 62-ე ჯგუფურ გამოფენაში, 28 მონაწილეს შორის, ორი ქართველი ხელოვანი, ირმა ცინცაძე და ლალი ბერიძე მონაწილეობენ. დამთვალიერებლებისთვის გამოფენა პირველიდან 20 ნოემბრამდეა ღია, მისამართზე – Via Sant’Egidio 27/r.
ღონისძიების გამარჯვებულები კი, 16 ნოემბერს გამოვლინდნე. პირველი ადგილი ლალი ბერიძემ დაიკავა, მეორე ადგილი როზა ჩანჩულის ერგო, ხოლო მესამე ადგილოსანი ჯანი ბაკარო გახდა.
ლალი ბერიძე: გამოფენაზე წარმოდგენილი მქონდა ღვთისმშობლის ნაქარგი ხატი, აბრეშუმის, ბამბის და ოქროს ძაფებით შესრულებული… და ღვთისმშობლისგან მოულოდნელი სიხარული მივიღე. მხოლოდ მონაწილეობისთვის შევუერთდი გამოფენას, არც მიფიქრია გამარჯვებაზე. დაჯილდოებასთან ერთად, უნდა გამოეცათ კატალოგი, სადაც გამოფენაზე წარმოდგენილი ყველა ნამუშევარი შევიდოდა. ჩემთვის კატალოგში მოხვედრაც კი სასიამოვნო ფაქტი იქნებოდა. მართლაც სასწაული მოხდა და პირველი ადგილი მომანიჭეს.
Tag: ემიგრანტი ხელოვანი
ასევე იხილეთ: ქართული საგალობლებისა და ხალხური მუსიკის საღამო ფლორენციაში





















































