ხმა გულიდან – გზავნილი საქართველოსთვის!
“უკვე ერთი წელია, რომის სამრევლოს საკვირაო სკოლა „ფესვები“ და ბასტი ბუბუ Basti Bubu ერთად ქმნიან პროექტს, რომელიც საქართველოში და ემიგრაციაში მცხოვრებ ბავშვებს ერთ დიდ ქართულ ოჯახად აერთიანებს,” – გიზიარებთ რომის სამრევლოს საკვირაო სკოლა “ფესვების” ინფორმაციას.
“ეს არის სივრცე, სადაც ქართული ენა, ანბანი, სიმღერა და ცეკვა ხდება ხიდი ბავშვებს, ქვეყნებს, გულებს შორის. ეს არის გზა, რომელიც აძლიერებს მათ ეროვნულ თვითშეგნებას და აძლევს საშუალებას, საკუთარი ფესვები სიამაყით ატარონ, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ.
15 მარტს, 16:00 საათზე, რომში, San Raffaele-ს თეატრში გაიმართება გრანდიოზული ერთობლივი კონცერტი – „ხმა გულიდან საქართველოსთვის“. კონცერტი ეწყობა საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით.
სცენაზე ერთად დადგებიან საქართველოში და ემიგრაციაში მცხოვრები ბავშვები. მათი სიმღერა, ცეკვა და ანბანის თეატრალური ინსცენირება იქნება ერთიანი გზავნილი – რომ სიყვარული, ენა და კულტურა საზღვრებს არ ცნობს. ბავშვები მთელი წლის განმავლობაში აქტიურად იყვნენ ჩართულები რეპეტიციებში, ონლაინ შეხვედრებში, საერთო შემოქმედებით პროცესში.”
კონცერტზე დასწრება თავისუფალია!
მისამართი: Teatro San Raffaele, Via di S. Raffaele, 6, 00148 Roma RM)






















































