იტალიის ქალაქ ფლორენციას, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის დასი ეწვევა სპექტაკლით – “მზიანი გული ანუ მე შენ მიყვარხარ”.
ემიგრაციაში მცხოვრები ქართველებისთვის ასეთი მომენტები, მხოლოდ თეატრალური სანახაობა არ არის… ეს შეხვედრაა საკუთარ ფესვებთან, იმ ენისა და ემოციის დაბრუნებაა, რომელიც წლების მანძილზე გულში ინახება. “მზიანი გული ანუ მე შენ მიყვარხარ” სწორედ ამ მონატრებას და სიყვარულს ატარებს, სიყვარულს, რომელიც მანძილს და დროის საზღვრებს არ სცნობს. ქართველი მსახიობები ემიგრანტ თანამემაულეებს 12 ოქტომბერს, ფლორენციის კოლორიტულ თეატრ Le Laudi-ში შეხვდებიან.
სპექტაკლის რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი, ERMES TV-ის გასტროლის შესახებ ესაუბრება: “ემიგრანტებისთვის ქართული სპექტაკლების ჩატანა უმნიშვნელოვანესი აქტია. ქართული თეატრი ხომ უპირველესად ქართველ მაყურებელს ემსახურება. ჰოდა, ჩვენც ქართველ მაყურებელთან შესახვედრად ვემზადებით. “მოზარდ მაყურებელთა თეატრს” საგანმანათლებლო მისიაც აქვს დაკისრებული და რადგან ჩვენს ემიგრანტებს შორის, ახალი თაობის ყმაწვილებიც წამოიზარდნენ, მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი სტუმრობა და ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებთან შეხება. სწორედ ამიტომ შევარჩიეთ საგასტროლოდ “მზიანი გული”, რომელშიც გაერთიანებულია დუმბაძის “ჰელადოსი” და “მე ვხედავ მზეს” და ამას გარდა თქვენთვის ერთი სევდიანი და ამავდროულად იმედიანი წარმოდგენა ჩამოგვაქვს ჩვენს საერთო ტკივილზე – აფხაზეთზე. “სარა ბარა ბზია ბზბოიტ, ანუ მე შენ მიყვარხარ”, ასე ჰქვია სპექტაკლს და ჩვენს გასტროლსაც მხოლოდ სიყვარული და მონატრება აერთიანებს.”
რეჟისორი: დიმიტრი ხვთისიაშვილი – ილია ჭავჭავაძის, კოტე მარჯანიშვილის, სანდრო ახმეტელის, შალვა დადიანის, ლილი იოსელიანის სახელობის პრემიების ლაურეატი
მონაწილეობენ:
სახელმწიფო და კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი – ნუგზარ ყურაშვილი,
ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემიის ლაურეატი – თამარ მამულაშვილი,
შალვა დადიანის სახელობის პრემიის ლაურეატები – ნიკო ნანიტაშვილი, ნიკოლოზ ფაიქრიძე,
გაგა ლორთქიფანიძის სახელობის ჯილდოს მფლობელი – ნინო ლორთქიფანიძე,
ზინა კვერენჩხილაძის სახელობის ჯილდოს მფლობელი – ნაირა გელაძე,
გოგუცა კუპრაშვილის სადელობის ჯილდოს მფლობელი – ნათია კუპატაძე,
კახი კავსაძის სახელობის ჯილდოს მფლობელი – ვახტანგ ნოზაძე
მსახიობები: ნინო ანდრიაძე, ხატია მელქაძე, ეკატერინე შარიქაძე, თამარ ჭანუყვაძე, რატი გოგუაძე, ალექსანდრე კვეზერელი, გიორგი ოქრუაშვილი, გიორგი ყორღანაშვილი, ალექსანდრე შარაბიძე, ნიკა ჭკადუა, კახაბერ ჭოლაძე, ლევან ხვთისიაშვილი, ნიკა ხრიკული, ვამეხ ჯანგიძე.
ინფო:
- იტალია – ქალაქი ფლორენცია
- თეატრი “Le Laudi”
- მის: Via Leonardo Da Vinci 2r
- თარიღი 12 ოქტომბერი
- დრო: 15:00 სთ
ბილეთებისა და დამატებითი ინფორმაციისათვის:
- +39 388 1893843
- +39 324 8762316
ბილეთები ასევე იქნება შემდეგ მისამართებზე:
- Via dei Serragli 102 ფლორენციის ქართული ტაძარი
- Via Santa Caterina da Siena 1 Fsg Poste Florence
- Borgo degli Albizi 70/R Avery perfume Gallery
ღონისძიება ტარდება ფლორენციის წმ.ნინოს სამრევლო-ს და “ერმესი მედიის” ERMES TV ორგანიზებითა და მხარდაჭერით. ღონისძიების პარტნიორია საქართველოს ბანკი, რომელმაც ფლორენციისა და ემპოლის ქართული საკვირაო სკოლების აღსაზრდელებს, პატარა ემიგრანტებს, სპექტაკლის ბილეთები საჩუქრად გადასცა.
ასევე დაგაინტერესებთ: ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲰᲐᲜᲒᲔᲑᲘ ᲐᲠᲔᲪᲝᲡ ᲡᲪᲔᲜᲐᲖᲔ – ᲤᲚᲝᲠᲔᲜᲪᲘᲘᲡ ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲡᲐᲛᲠᲔᲕᲚᲝᲡ ᲐᲜᲡᲐᲛᲑᲚᲘ „ᲜᲐᲜᲘᲚᲐ“ „ᲡᲘᲜᲐᲗᲚᲘᲡ ᲤᲔᲡᲢᲘᲕᲐᲚᲖᲔ“ ᲘᲢᲐᲚᲘᲐᲨᲘ





















































