ქართველების დეპორტაცია – პოლონეთმა კრაკოვიდან საქართველოში სამხედრო თვითმფრინავით 17 ქართველი არალეგალი გამოაძევა.
პოლონელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, 5 მარტს დეპორტირებულ ქართველ მოქალაქეებს შორის იყვნენ 24-58 წლის მამაკაცები, რომელთა სადეპორტაციოდ ტრანსპორტირებაც პოლონეთის სხვადასხვა კუთხიდან მოხდა.
დეპორტირებულთა შორის არიან კრიმინალური წარსულის მქონე პირები, რომლებიც პოლონეთის ტერიტორიაზე ჩადიოდნენ დანაშაულს.
ქართველების გამოძევებას X-ზე პოსტი მიუძღვნა პოლონეთის პრემიერმა, დონალდ ტუსკმაც — პოსტში ვკითხულობთ, რომ პოლონეთმა “ქართული ბანდების დაშლა დაიწყო”.
“დეპორტაციები დაიწყო. ჩვენ ფაქტობრივად ვშლით ქართულ ბანდებს. სიტყვები კი არა, ქმედებები”, — წერს დონალდ ტუსკი და ვიდეოს აქვეყნებს.
პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაშ სიემონიაკმა რამდენიმე დღის წინ დაადასტურა, რომ მძიმე დანაშაულის ჩამდენი უცხოეთის ქვეყნების მოქალაქეები პოლონეთიდან დეპორტირდებიან.





















































