იტალიაში, მილანში, საერთაშორისო პრემიის „Il Teatro Nudo di Teresa Pomodoro“ XVI გამოცემის ფარგლებში, მოძრაობის თეატრი (Movement Theatre) სპექტაკლით „ფაუსტი“ (FAUST) წარსდგა.
საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ კონსურსში და პრემიით დაჯილდოვდა.
სპექტაკლის რეჟისორი მოძრაობის თეატრის დამფუძნებელი და საქართველოს თანამედროვე თეატრალური სცენის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა, კახა ბაკურაძეა.
სპექტაკლში მონაწილეობენ: ლაშა რობაქიძე, მიხეილ ზაკაიძე, გიორგი ხაჩიძე, ანა თალაკვაძე, ელენე წიკლაური, ნინო ავალიან, ეკატერინე ჯაფარიძე.
ფესტივალი “Il Teatro Nudo di Teresa Pomodoro“ მსოფლიოს თეატრალურ კულტურებს აერთიანებს დიალოგისა და შემოქმედებითი თავისუფლების ნიშნით.
საქართველო მეთოთხმეტე ქვეყანაა, რომელიც აღნიშნულ ფესტივალში მონაწილეობა მიიღო.
ასევე იხილეთ: ᲜᲘᲙᲝ ᲜᲐᲜᲘᲢᲐᲨᲕᲘᲚᲘ, ᲔᲛᲘᲒᲠᲐᲜᲢᲘ ᲟᲣᲠᲜᲐᲚᲘᲡᲢᲘᲡ, ᲜᲘᲜᲐ ᲛᲐᲛᲣᲙᲐᲫᲘᲡ ᲡᲐᲐᲕᲢᲝᲠᲝ ᲒᲐᲓᲐᲪᲔᲛᲐᲨᲘ LA PIAZZA – ᲘᲢᲐᲚᲘᲐ





















































