25 ნოემბერს, ფლორენციის გულში, ისტორიულ სან ლორენცოს ბაზილიკაში, გაიმართება უნიკალური კონცერტი, რომელიც ქართული კულტურის და ქართული საგალობლებისა და ხალხური მუსიკის პოპულარიზაციას ემსახურება ევროპაში.
საღამოს ფარგლებში, თბილისის სამების კათედრალის საპატრიარქო/საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდი, სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით, წარმოგიდგენენ ქართული საგალობლებისა და ხალხური სიმღერების გამორჩეულ პროგრამას. შესრულდება აგრეთვე ცნობილი ქართველი კომპოზიტორების საგუნდო ნაწარმოებები, რომლებიც ქართული მუსიკალური ტრადიციის მრავალფეროვნებასა და სიღრმეს წარმოაჩენს.
კონცერტში მონაწილეობენ გამორჩეული ქართველი მუსიკოსები – კომპოზიტორი და მომღერალი ზვიად ბოლქვაძე და ლოტბარი გიორგი დონაძე, რომელთა შემოქმედება ქართულ თანამედროვე მუსიკალურ სივრცეში მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის მატარებელია.
ღონისძიება იმართება საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და მიზნად ისახავს ქართული მუსიკალური ხელოვნების გაცნობას საერთაშორისო აუდიტორიისთვის.
📅 დრო: 25 ნოემბერი, 19:00
📍 ადგილმდებარეობა: Basilica di San Lorenzo, Piazza di San Lorenzo 9, Firenze
✅ დასწრება თავისუფალია





















































