ქართული ქვევრის ღვინო მსოფლიოში საუკეთესო ღვინოების ათეულშია. Tasteatlas რეიტინგის მიხედვით, ქართულმა ღვინომ 5-დან 4.6 ქულა მიიღო და საუკეთესო ღვინოებს შორის მეათე ადგილი დაიკავა.
ჩვენი ქვევრის ღვინოსთან ერთად, საუკეთესო ღვინოებს შორისაა იტალიური, ესპანური, პორტუგალიური, ფრანგული და ბერძნული ღვინოებიც. საუკეთესო ათეული ასე გამოყურება:
- Brunello di Montalcino (იტალია);
- Baga (პორტუგალია);
- Barolo (იტალია);
- Vintage Port (პორტუგალია);
- Rías Baixas (ესპანეთი);
- Châteauneuf-du-Pape (საფრანგეთი);
- Vouvray (საფრანგეთი);
- Vinsanto (საბერძნეთი);
- Naousa (საბერძნეთი);
- ქვევრის ღვინო (საქართველო).
„ქართული ქვევრის ღვინო უძველესი მეთოდით იწარმოება, რომლის დროსაც დაწურულ ყურძენს ქვევრებში ასხამენ. ქვევრები ილუქება და მიწის ქვეშ ან მარანში ინახება. როგორც წესი, ღვინო ხუთიდან ექვს თვემდე დუღილის პროცესშია.
ღვინის დაყენების ეს მეთოდი, რომელიც რვა ათას წელზე მეტია არსებობს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად არის აღიარებული“, – აღნიშნულია Tasteatlas-ის აღწერაში.
წყარო: Trawel news
ასევე დაგაინტერესებთ: იტალიასა და საქართველოს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმება შედგა






















































