დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) კურთხევით, ფლორენციის წმინდა ნინოს სამრევლოსთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ “ნანილა”-ს გუნდმა, 4 ოქტომბერს, არეცოს კომუნე Pieve Santo Stefano-ს G. PAPINI-ის თეატრში, ადგილობრივ Coro Altotiberino-თან ერთად, მეორედ გახსნა საგუნდო ფესტივალი “სინათლის ფესტივალი” – ამის შესახებ, ფლორენციის ქართული სამრევლოს გვერდი ავრცელებს ინფორმაციას.
“ანსამბლი მადლობას უხდის პიევე დი სანტო სტეფანოს კომუნეს და მის მერს Claudio Marcelli_ს გულთბილი მიღებისათვის; განსაკუთრებული მადლობა Chorus Inside Federazione della Toscana-ს პრეზიდენტს, Caterina Seri-ს, მიწვევისა და თანადგომისთვის; ასევე მადლობა Coro Altotiberino-ს ლოტბარსა და თითოეულ წევრს მეგობრული სითბოსა და გულითადი დახვედრისთვის.
ფესტივალი წარმოადგენდა უნიკალურ ემოციურ სივრცეს, რომელმაც ერთ სცენაზე გააერთიანა ორი ქვეყნის გუნდები, წარმოშვა მეგობრობა და გააცნო მაყურებელს ქართული ხალხური ფოლკლორული მრავალფეროვნება.
მაყურებელმა იხილა და გაიგონა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის ავთენტური ფოლკლორული ნიმუშები, დამახასიათებელი ინსტრუმენტების თანხლებით, რაც ფესტივალს დაუვიწყარ ჯადოსნურ გამოცდილებას სძენდა.
წარმატებებს ვუსურვებთ ანსამბლ “ნანილა”-ს გუნდის ხელმძღვანელ მაია სიმონიშვილს და თითოეულ წევრს, დაუღალავი და უანგარო შრომისთვის!” – ვკითხულობთ განცხადებაში.






ასევე დაგაინტერესებთ: ᲘᲢᲐᲚᲘᲐ – ᲐᲜᲡᲐᲛᲑᲚᲛᲐ “ᲜᲐᲜᲘᲚᲐ” ᲐᲮᲐᲚᲘ ᲡᲔᲖᲝᲜᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲝᲤᲘᲪᲘᲐᲚᲣᲠᲐᲓ ᲐᲘᲦᲝ ᲡᲢᲐᲠᲢᲘ ᲗᲣᲛᲪᲐ, ᲛᲡᲣᲠᲕᲔᲚᲔᲑᲘᲡ ᲛᲘᲦᲔᲑᲐ ᲒᲠᲫᲔᲚᲓᲔᲑᲐ





















































