პოლონეთის ქალაქ სობუტკაში ჩატარებული საგზაო შემოწმებისას, ვროცლავის საგზაო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი გააჩერეს, რომელსაც საქართველოს მოქალაქე, 28 წლის მამაკაცი მართავდა.
სამართალდამცველების განსაკუთრებული ყურადღება მძღოლის მიერ წარდგენილმა მართვის მოწმობამ მიიპყრო, რომელიც, როგორც მოგვიანებით დადგინდა, ყალბი აღმოჩნდა. პოლიციელთა პროფესიული გამოცდილებისა და დოკუმენტების ორიგინალი ნიმუშების ზედმიწევნითი ცოდნის წყალობით, ფალსიფიცირებული დოკუმენტის იდენტიფიცირება ადგილზევე მოხდა.
დაკავებულს ოფიციალური ბრალდება წარედგინა, რის შემდეგაც მან ისარგებლა სასჯელის ნებაყოფლობითი აღიარების უფლებით. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამართალდამრღვევს 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც 2-წლიანი პირობითი მსჯავრით შეიცვალა.
Tag: ყალბი საბუთები





















































