ემიგრანტი ქალი მოხუცს, რომელსაც უვლიდა, საწოლზე აბამდა და სცემდა – ის პოლიციამ პარასკევს დააკავა.
კუნძულ ხიოსზე საბერძნეთის პოლიციამ ემიგრანტი ქალი დააკავა, რომელიც მოხუცის მომვლელად მუშაობდა და მასზე ძალადობდა.
რუმინული წარმოშობის ქალი, რომელიც საბერძნეთში ემიგრაციაში ცხოვრობს, გავრცელებული ინფორმაციით, თავს დაესხა ხანდაზმულ მამაკაცს, რომელთანაც მუშაობდა. მან მოხუცს თავისა და სახის არეში დაარტყა, ამავდროულად კი ხელებს საწოლის მეტალის ნაწილზე უბამდა.
არსებული მონაცემებით, შემთხვევა დადასტურდა ვიდეომასალით, რომელიც მსხვერპლის ქალიშვილმა პოლიციას წარუდგინა. კამერა სახლში მას შემდეგ დამონტაჟდა, რაც ქალიშვილს ეჭვი გაუჩნდა მისი მოხუცი მშობლებისა და დამხმარე ქალის თანაცხოვრების პირობებთან დაკავშირებით.
მსხვერპლის ქალიშვილმა განაცხადა, რომ მსგავსი ძალადობრივი ქმედება მისი დედის მიმართაც განხორციელდა 20 დღის წინ, რაც გახდა კიდეც კამერის დამონტაჟების მიზეზი.
პარალელურად, გამოძიებით დადგინდა, რომ 20 დღის წინ ამავე ქალმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ხანდაზმული მამაკაცის მეუღლესაც.
ასევე იხილეთ: ᲑᲘᲜᲐᲓᲠᲝᲑᲘᲡ ᲜᲔᲑᲐᲠᲗᲕᲐ ᲘᲢᲐᲚᲘᲐᲨᲘ – ᲧᲕᲔᲚᲐᲖᲔ ᲮᲨᲘᲠᲐᲓ ᲓᲐᲨᲕᲔᲑᲣᲚᲘ ᲨᲔᲪᲓᲝᲛᲔᲑᲘ






















































