პიზის მგალობელთა გუნდი – იტალიის ქალაქ პიზის წმინდა გიორგის სახელობის სამრევლოს მგალობელთა გუნდმა, პიზის საკათედრო ტაძარში, ქართული საგალობლები შეასრულა.
ქართული სამრევლოს წინამძღვარი მამა მათე ქუთელია და მგალობლები ქალაქის მთავარ ტაძარში პიზის ეპისკოპოს ჯოვანი პაოლო ბენოტოს მიწვევით იმყოფებოდნენ.
გამოსვლის მიზანი გუნდისა და ქართული გალობის, მრავალხმიანობის იტალიური საზოგადოებისათვის გაცნობა გახლდათ.
ქართველი წინამღძვარი და მგალობელთა გუნდი მიწვეულნი არიან პიზის Immacolata Concezione Di Maria-ს ტაძარში. ქართველთა გუნდი საზოგადოების წინაშე ამჯერად სხვა გუნდებთან ერთად მონაწილეობს ღონისძიებაში, რომელიც 25 იანვარს, შაბათს გაიმართება და დაიწყება 21:00 საათზე.
ასევე დაგაინტერესებთ: ემიგრანტი ხელოვანის პერსონალური გამოფენა ფლორენციაში და ემიგრაციაში განვითარებული პროფესია





















































