ფულადი დახმარება იტალიაში – ახალი ბონუსი იტალიის მთავრობისგან, რომელიც 1000 ევროს შეადგენს.
ფულადი დახმარება იტალიაში. იტალიის მთავრობამ შობადობის მატების მოტივით, 2025 წლის ბიუჯეტში მშობლებისთვის ფულადი კომპენსაცია გაწერა. სახელმწიფოსგან ერთჯერადად 1000 ევროს ახალბედა მშობლები მიიღებენ. ბონუსი გადაეცემა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან დაბადებული, ან შვილად აყვანილი ყველა პატარას მშობლებს.
ფულადი დახმარება შეუძლიათ მიიღონ როგორც იტალიის მოქალაქეებმა, ასევე, იტალიის ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრებმა უცხოელებმა. ბონუსის მისაღებად განაცხადი უნდა გაკეთდეს INPS-ში.
უცხოელმა რომ განაცხადის გაკეთების უფლება მიიღოს, აუცილებელია ფლობდეს იტალიურ ბინადრობის ნებართვას. ერთ-ერთი მთავარი რეკვიზიტი კი გახლავთ დაბალი ISEE, რომელიც არ უნდა აჭარბებდეს 40 000 ევროს.
თუ როდიდან და რა მეთოდით ხდება განაცხადის გაკეთება, ამის შესახებ დეტალები ჯერ არ არის ცნობილი და უახლოეს მომავალში მოგაწვდით ინფორმაციას.
წყარო: Stranieri in Italia
ასევე დაგაინტერესებთ:
რა არის ISEE, სად შეგვიძლია მისი მოთხოვნა და რა ფულადი დახმარება და ბონუსები შეგვიძლია მივიღოთ?!
იტალია – POSTAPAY, რა განსხვავებაა STANDARD და EVOLUTION-ს შორის





















































