მნიშვნელოვანი ინფორმაცია იტალიაში ოჯახში დასაქმებული პირებისთვის!
შეიძლება ბევრმა თქვენგანმა იცოდეს, რომ სამუშაო ხელშეკრულების დახურვისას, გეკუთვნით TFR (ლიკვიდაცია), რომელსაც ოჯახი გიხდით, მაგრამ ცოტამ თუ იცის Cassa Colf-ის დაზღვევის შესახებ, რომელიც დამატებით ფულად დახმარებას ითვალისწინებს. ინფორმაციას იტალიის ქალაქ პისტოიაში მოქმედი საემიგრაციო ოფისის GEO ETS ხელმძღვანელი ნონა მაჭარაშვილი გვიზიარებს – ფულადი დახმარება იტალიაში .
რა არის Cassa Colf?
ეს არის სამსახურებრივი დაზღვევა. თუ ოფიციალურად მუშაობთ, თქვენი დამსაქმებელი, ყოველ სამ თვეში, INPS-ის გადასახადის გადახდისას, აღნიშნული დაზღვევის ფულსაც იხდის (თქვენი ხელფასიდანაც აკლდება სიმბოლური თანხა – საათში 0,02€).
რას მიიღებთ, თუ მოხუცი გარდაიცვალა?
თუ ხელშეკრულება წყდება მოხუცის სიკვდილის გამო, თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება ფონდიდან.
მაგალითად: 3 წლიანი სტაჟით და 54-საათიანი კონტრაქტით, დაახლოებით 500-დან 800 ევრომდე მიღებაა შესაძლებელი (ეს თანხა გერიცხებათ დამატებით, TFR-ის გარდა!).
კიდევ რა სარგებელი აქვს?
სანამ მუშაობთ, ამ დაზღვევით შეგიძლიათ სრულად ან ნაწილობრივ აინაზღაუროთ:
- სტომატოლოგიური ხარჯები (წმენდა, მკურნალობა)
- ახალი სათვალის ხარჯი
- ანალიზების ხარჯი
- ზოგიერთი ოპერაციის ხარჯები.
მთავარი პირობა:
ეს თანხა, ავტომატურად არ ჩაირიცხება! თქვენ უნდა მიხვიდეთ CAF-ში, ან Patronato-ში და მოითხოვოთ “Rimborso Cassa Colf”. ამისთვის გაქვთ 12 თვე სამსახურის შეწყვეტიდან.
რა საბუთები დაგჭირდებათ?
- ბოლო 4 კვარტლის INPS-ის გადახდილი ქვითრები.
- სამსახურიდან დათხოვნის საბუთი (Unilav/Licenziamento).
თუ ვინმე გეტყვით “5000 ევროს ჩაგირიცხავენ”, აუხსენით, რომ ეს არის მაქსიმალური ზღვარი მხოლოდ მძიმე დაშავების შემთხვევაში. ჩვეულებრივ სიტუაციაში, სამსახურის დაკარგვისას, რეალური თანხა არის რამდენიმე ასეული ევრო!
ოფისი “GEO ETS” ყოველთვის თქვენს გვერდით!
მისამართი: Pistoia, Viale Attilio Frosini 24A. 51100
Tag: ფულადი დახმარება იტალიაში
ასევე იხილეთ: ᲘᲢᲐᲚᲘᲐ – ᲣᲤᲐᲡᲝ ᲡᲐᲛᲔᲓᲘᲪᲘᲜᲝ ᲛᲝᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲛᲐᲢᲔᲠᲘᲐᲚᲣᲠᲘ ᲓᲐᲮᲛᲐᲠᲔᲑᲐ ᲔᲛᲘᲒᲠᲐᲜᲢᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲜᲔᲐᲞᲝᲚᲨᲘ





















































