ფრიული-ვენეცია ჯულიას რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!
Tag: საკონსულო იტალიაში
2026 წლის 30 აპრილს, ქ. მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები ეწვევიან ქ. უდინეს სადაც საქართველოს მოქალაქეებისგან ადგილზე ჩაიბარებენ საკონსულო მომსახურებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის განცხადებებს:
- ბიომეტრიული მონაცემების შემცველი საქართველოს მოქალაქის პასპორტის განახლება
- საქართველოს მოქალაქის პირველადი რეგისტრაცია
- ელექტრონული პირადობის მოწმობის განახლება
- სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება
- სხვა და სხვა სახის ცნობები
- თარგმანი
წარსადგენი საბუთები
ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის პასპორტის სრულწლოვანის შემთხვევაში წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:
- 2 ცალი ფოტოსურათი 3,5×4,5 ზე
- ძველი პასპორტი ორიგინალი + ასლი
თუ პასპორტს ითხოვთ დაკარგული პასპორტის ნაცვლად, უნდა წარმოადგინოთ პასპორტის დაკარგვის თაობაზე ადგილსამყოფელი ქვეყნის სამართალდამცავ/კომპეტენტურ ორგანოებში შესაბამისი განაცხადის გაკეთების დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება დაკარგული პასპორტის ნომერი, ასევე უნდა მოხდეს ცნობის ქართულ ან ინგლისურ ენაზე თარგმნა და სათანადო წესით დამოწმება. ****
ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის პასპორტის არასრულწლოვანის შემთხვევაში წარმოსადგენი საბუთების ნუსხა და პირობები:
- არასრულწლოვანის პასპორტის მოთხოვნისას აუცილებელია ორივე მშობლის პირადი გამოცხადება
- 9 წლიდან ბავშვის გამოცხადება სავალდებულოა.
- 2 ცალი ფოტოსურათი 3,5×4,5-ზე
- ბავშვის დაბადების მოწმობა **თუ დაბადების მოწმობა გაცემულია იტალიაში (ან სხვა ქვეყანაში), წარმოადგინეთ აპოსტილით დამოწმებული საერთაშორისო/მრავალენოვანი (Internazionale/Plurilingue) დაბადების მოწმობის ორიგინალი
- **თუ დაბადების მოწმობა გაცემულია საქართველოში, წარმოადგინეთ ასლი – ასეთის არსებობის შემთხვევაში
- ბავშვის ძველი პასპორტი ორიგინალი + ასლი
- ორივე მშობლის პასპორტი ორიგინალი + ასლი
საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა:
- საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი,
- 2 ცალი ფოტოსურათი 3,5×4,5- ზე
საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება
- საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პასპორტის) ასლი.
- სხვა ქვეყნის მოქალაქეობის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პასპორტის) ასლი.
- 2 ცალი ფოტოსურათი 3,5×4,5-ზე
- დაბადების მოწმობა, თუ მოქალაქეობის მინიჭების მსურველი დაბადებულია საზღვარგარეთ და აქვს აღნიშნული დოკუმენტი ( აპოსტილით დამოწმებული და ქართულ ენაზე თარგმნილი )
საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება არასრულწლოვნის შემთხვევაში
- საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პასპორტის) ასლი.
- სხვა ქვეყნის მოქალაქეობის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პასპორტის) ასლი.
- 2 ცალი ფოტოსურათი 3,5×4,5 -ზე
- დაბადების მოწმობა, თუ მოქალაქეობის მინიჭების მსურველი დაბადებულია საზღვარგარეთ და აქვს აღნიშნული დოკუმენტი (აპოსტილით დამოწმებული)
- არასრულწლოვნის მშობლების პასპორტის ასლი.
- აუცილებელია ორივე მშობლის პირადი გამოცხადება
- 14 წელს მიღწეული არასრულწლოვანის შემთხვევაში მისი გამოცხადება საჭიროა თანხმობისთვის.
თარგმანი
- პასპორტის ასლი
- სათარგმნი დოკუმენტის ასლი
ვისაც გსურთ გადახდა წინასწარ მომსახურების საფასურის, უნდა მიწეროთ საკონსულოს ელ-ფოსტაზე: cons.milan@mfa.gov.ge
დამატებითი ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე: 02 89076640 , 02 89076641 (სამუშაო დღეებში, ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით 15:00- 17:00 საათამდე).
ცხელი ხაზი გადაუდებელი შემთხვევებისთვის: 3295546282
მიღების საათებია 13:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე.
მისამართი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
Tag: საკონსულო იტალიაში
ასევე იხილეთ: ᲙᲐᲚᲐᲑᲠᲘᲘᲡ ᲠᲔᲒᲘᲝᲜᲨᲘ ᲛᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲘ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲛᲝᲥᲐᲚᲐᲥᲔᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲧᲣᲠᲐᲓᲦᲔᲑᲝᲓ! – ᲡᲐᲙᲝᲜᲡᲣᲚᲝ ᲘᲢᲐᲚᲘᲐᲨᲘ





















































