დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) კურთხევით, ფლორენციის წმინდა ნინოს სამრევლოსთან არსებული ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი “ნანილა“, აცხადებს მიღებას 2025-26 სასწავლო წლისთვის.
ანსამბლი “ნანილა” მიიღებს როგორც ცეკვაში გამოცდილებამიღებულ გოგო-ბიჭებს, აგრეთვე იქმნება ანსამბლისთვის მოსამზადებელი და მოყვარულთა ჯგუფები. ამის შესახებ, ქორეოგრაფი რიტა სიმსივე აცხადებს.
რეპეტიციები ჩატარდება მხოლოდ კვირა დღეს 13.00-დან 16.00 საათზე
მეცადინეობა დაიწყება 5 ოქტომბრიდან
მისამართი: Teatro Aurora via San Bartolo in tuto 1, Scandicci (Fi)
დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ პირდაპირ მიხვიდეთ 13.00 საათზე აღნიშნულ მისამართზე, ან დარეკოთ ნომრებზე:
- 3714340209 რიტა სიმსივე
- 3278558548 ბესო ბაშელეიშვილი
ცნობისათვის: შეგახსენებთ, რომ ანსამბლი, 2013 წლის სექტემბერში, დასავლეთ ევროპის ეპარქიის, მიტროპოლიტ აბრაამ გარმელიას კურთხევითა და ფლორენციის წმინდა ნინოს სახელობის ქართულ-მართლმადიდებლური ტაძრის წინამძღვარ არქიმანდრიტ ანდრია ლაცაბიძის ინიციატივითა და ძალისხმევით დაარსდა. ანსამბლის დაარსების დღიდან მისი ქორეოგრაფი რიტა სიმსივე გახლავთ.
“ნანილამ” არსებობის ათი წლის მანძილზე გარშემო შემოიკრიბა არა მარტო ქართველი ემიგრანტები, არამედ იტალიელები, რომელთათვისაც საქართველო, თავისი კულტურით და ისტორიით მეორე სამშობლოდ გადაიქცა. ანსამბლი უცხო მიწაზე სწორედ ის ხიდი და უმნიშვნელოვანესი ძაფია ემიგრანტებსა და სამშობლოს შორის, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის.





















































