იტალიის ქალაქ ფლორენციას, 12 ოქტომბერს, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის დასი ეწვია სპექტაკლით “მზიანი გული ანუ მე შენ მიყვარხარ”, სამი პიესისგან შემდგარი წარმოდგენით, რომელშიც გაერთიანებულია ნოდარ დუმბაძის “ჰელადოსი” და “მე ვხედავ მზეს” და სევდიანი, მაგრამ ამავდროულად იმედიანი წარმოდგენა აფხაზეთზე, “სარა ბარა ბზია ბზბოიტ, ანუ მე შენ მიყვარხარ”. Tag: ფლორენციის სამრევლო
ღონისძიება ჩატარდა საქართველოს კულტურის სამინისტროს, ᲤᲚᲝᲠᲔᲜᲪᲘᲘᲡ ᲬᲛ.ᲜᲘᲜᲝᲡ ᲡᲐᲛᲠᲔᲕᲚᲝ-ს და “ერმესი მედიის” ERMES TV ორგანიზებითა და მხარდაჭერით. ღონისძიების პარტნიორი გახლდათ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲑᲐᲜᲙᲘ, რომელმაც ფლორენციისა და ემპოლის ქართული საკვირაო სკოლების აღსაზრდელებს, პატარა ემიგრანტებს, სპექტაკლის ბილეთები საჩუქრად გადასცა.
სპექტაკლიდან შემოსული თანხა მოხმარდება ფლორენციაში დედათა მონასტრის დაფუძნების საქმეს.
შეგახსენებთ, რომ დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) კურთხევით და ფლორენციის წმინდა ნინოს სახელობის სამრევლოს ინიციატივით, ფლორენციაში დაგეგმილია ქართული დედათა მონასტრის დაარსება
მონასტერი, რომელიც იტალიაში მცხოვრები ქართველი მართლმადიდებლებისთვის იქნება სულიერი სივრცე, გულისხმობს მონასტრული ცხოვრების წესის დამკვიდრებას და ეკლესიური ტრადიციის შენარჩუნებას უცხოეთში. ახალი სამონასტრო კერა მოემსახურება როგორც ლიტურგიკულ ცხოვრებას, ისე ადგილობრივი დიასპორის გაერთიანებას.
დედათა მონასტრისთვის უკვე შერჩეულია შესაბამისი შენობა და მიწის ნაკვეთი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მომზადებითი სამუშაოები და პროექტის განხორციელებისთვის საჭირო რესურსების მოზიდვა.
Tag: ფლორენციის სამრევლო





















































