ფლორენციაში ქართული დედათა მონასტერი დაფუძნდება!
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) კურთხევით და ფლორენციის წმინდა ნინოს სახელობის სამრევლოს ინიციატივით, ფლორენციაში დაგეგმილია ქართული დედათა მონასტრის დაარსება, ამის შესახებ ინფორმაციას, ფლორენციის ტაძრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ანდრია (ლაცაბიძე) გვიზიარებს. Tag: ქართული მონასტერი ფლორენციაში
მონასტერი, რომელიც იტალიაში მცხოვრები ქართველი მართლმადიდებლებისთვის იქნება სულიერი სივრცე, გულისხმობს მონასტრული ცხოვრების წესის დამკვიდრებას და ეკლესიური ტრადიციის შენარჩუნებას უცხოეთში. ახალი სამონასტრო კერა მოემსახურება როგორც ლიტურგიკულ ცხოვრებას, ისე ადგილობრივი დიასპორის გაერთიანებას.
დედათა მონასტრისთვის უკვე შერჩეულია შესაბამისი შენობა და მიწის ნაკვეთი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მომზადებითი სამუშაოები და პროექტის განხორციელებისთვის საჭირო რესურსების მოზიდვა.
ფლორენციასა და ტოსკანის რეგიონში მცხოვრებ პირებს, ასევე დაინტერესებულ მხარდამჭერებს სხვა ქვეყნებიდან, შეუძლიათ აქტიურად ჩაერთონ პროცესში. ნებისმიერ ფორმით გამოხატული მხარდაჭერა, მნიშვნელოვნად დაეხმარება მონასტრის დაარსების საქმეს.
დამატებითი ინფორმაციისთვის და მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, დაინტერესებული პირები მიმართავენ წმინდა ნინოს სამრევლოს:
+39 328 3625223 არქიმანდრიტი ანდრია ლაცაბიძე
+393280027652 მორჩილი ეკატერინე
ფონდის საბანკო რეკვიზიტები:
უცხოეთიდან
- Centro Culturale e Spirituale S’Andrea Apostolo
- IBAN: IT85C086 7302 8010 0000 0906 235
- ბანკი: ChiantiBanca
- მიმღები: მორჩილი ეკატერინე (ნინო კოჭლამაზაშვილი)
საქართველოდან
- GE58TB7246836512500003
- თიბისი ბანკი – მამა ანდრია ( გიორგი ლაცაბიძე)
- დანიშნულება: სამონასტრო კომპლექსის შეძენა.
იტალია – ემიგრანტთა ანსამბლმა „ნანილა“ ფლორენციაში კულტურათა დიალოგი სცენაზე გადმოიტანა
სიტყვა სევდად, არომატი სიმხნევედ – პოეტისა და კულინარის, ზოია სადუნიშვილის ემიგრანტული გზა





















































