იტალიაში, ქალაქ ფლორენციაში, 12 ოქტომბერს მოზარდ მაყურებელთა თეატრი, წარმოდგენას გამართავს.
Tag: ქართული თეატრი იტალიაში
სპეციალურად ქართველი ემიგრანტებისთვის, ფლორენციას ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი-ს დასი ეწვევა სპექტაკლით “მზიანი გული ანუ მე შენ მიყვარხარ”.
ეს გახლავთ სპექტაკლების “მე ვხედავ მზეს”, “სარა ბარა ბზია ბზბოიტ” და “HELLADOS” ეპიზოდებით შექმნილი კომპოზიცია. რეჟისორი – დიმიტრი ხვთისიაშვილი, ილია ჭავჭავაძის, კოტე მარჯანიშვილის, სანდრო ახმეტელის, შალვა დადიანის, ლილი იოსელიანის სახელობის პრემიების ლაურეატი.
თეატრი “Le Laudi”
- მისამართი: Via Leonardo Da Vinci 2r
- თარიღი: 12 ოქტომბერი
- დრო: 15:00 სთ
- ბილეთებისა და დამატებითი ინფორმაციისათვის: ტელ: +39 388 1893843, +39 324 8762316
ბილეთები ასევე იქნება შემდეგ მისამართებზე:
- Via dei Serragli 102 ფლორენციის ქართული ტაძარი
- Via Santa Caterina da Siena 1 Fsg Poste Florence
- Borgo degli Albizi 70/R Avery perfume Gallery
ღონისძიება ტარდება ფლორენციის წმ.ნინოს სამრევლო-ს და “ერმესი მედიის” ERMES TV ორგანიზებითა და მხარდაჭერით.
Tag: ქართული თეატრი იტალიაში

ასევე დაგაინტერესებთ: ᲤᲚᲝᲠᲔᲜᲪᲘᲘᲡ ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲪᲔᲙᲕᲘᲡ ᲐᲜᲡᲐᲛᲑᲚᲘ “ᲜᲐᲜᲘᲚᲐ” ᲛᲘᲦᲔᲑᲐᲡ ᲐᲪᲮᲐᲓᲔᲑᲡ





















































