იტალიაში ქართველ ემიგრანტებთან ფინანსური საგანათლებლო შეხვედრა გაიმართა.
21 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმამ ფინედუ (www.finedu.gov.ge) იტალიის ქალაქ ფლორენციაში ქართველ ემიგრანტებთან პირისპირ შეხვედრები გამართა. ამასთანავე, ფლორენციის, ემპოლის და რეჯო-კალაბრიის ქართულ საკვირაო სკოლებს ფინანსური განათლების ბეჭდური მასალა გადაეცათ.
ღონისძიების მიზანი ემიგრანტებისთვის ფინანსური განათლების მნიშვნელოვანი თემების გაცნობა იყო, მათ შორის: ბიუჯეტის დაგეგმვის, დანაზოგების სწორად მართვის, საბანკო და ფინანსური პროდუქტების გამოყენების შესაძლებლობებისა და ფინანსური მიზნების დასახვის მექანიზმების.
ფინედუს ორგანიზებით მსგავსი შეხვედრები სხვა ქვეყნებშიც ჩატარებულა, თუმცა, იტალია პირველი ქვეყანაა, სადაც ღონისძიება პირისპირ ფორმატში მოეწყო. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალი იყო და იტალიაში მყოფ ნებისმიერ ქართველ ემიგრანტს შეეძლო მონაწილეობა.
ღონისძიება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა, ბანკის, რომელიც წლების განმავლობაში აქტიურად დგას საგანმანათლებლო პროექტების გვერდით და ასევე ხელს უწყობს ფინანსური ცოდნის გავრცელებასა და მოქალაქეების ფინანსური შესაძლებლობების ზრდას.






ფოტოკრედიტი: რევაზ ჭეიშვილი
ასევე დაგაინტერესებთ: ᲝᲠᲛᲐᲒᲘ ᲓᲘᲞᲚᲝᲛᲘ – ᲗᲐᲜᲐᲛᲨᲠᲝᲛᲚᲝᲑᲐ ᲜᲔᲐᲞᲝᲚᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲥᲣᲗᲐᲘᲡᲘᲡ ᲣᲜᲘᲕᲔᲠᲡᲘᲢᲔᲢᲔᲑᲡ ᲨᲝᲠᲘᲡ





















































