ქართველი ხელოვანი და „ზილფის“ დამფუძნებელი ფატი კახნიაშვილი რომის საიუველირო კვირეულში „Gaudium – სამკაული იუბილესთვის“ მონაწილეობს.
გამოფენა, რომელიც Corsie Sistine di Santo Spirito in Sassia-ში იმართება, ტრადიციულად აერთიანებს მრავალფეროვან პროგრამას – შეხვედრებს, გამოფენებსა და კულტურულ ღონისძიებებს და მას ესწრებიან როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ოქროს ოსტატები, დიზაინერები, კოლექციონერები და მოყვარულები.
ფატი კახნიაშვილი საზოგადოებას წარუდგენს ნამუშევარს, რომელიც შთაგონებულია ქართული მოტივებითა და ვაზის თემატიკით, რაც ასახავს კულტურულ ფესვებსა და სიმბოლურ მნიშვნელობას მისი შემოქმედებისთვის.
ოფიციალური გახსნა 24 ოქტომბერს გაიმართება, ხოლო დამთვალიერებლებისთვის გამოფენა ღია იქნება 25-26 ოქტომბერს.
მისამართი: რომი, Borgo Santo Spirito 2
ასევე დაგაინტერესებთ: ᲓᲐᲕᲘᲗ ᲗᲝᲠᲐᲫᲘᲡ ᲛᲣᲡᲘᲙᲘᲡ ᲡᲐᲦᲐᲛᲝ ᲤᲚᲝᲠᲔᲜᲪᲘᲐᲨᲘ – ᲠᲝᲪᲐ ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲛᲔᲚᲝᲓᲘᲐ ᲔᲕᲠᲝᲞᲣᲚ ᲡᲘᲕᲠᲪᲔᲡ ᲘᲞᲧᲠᲝᲑᲡ





















































