
“რომის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამრევლოსთან არსებული საკვირაო სკოლის ბავშვებმა, ანსამბლ „საქართველოსთან“ ერთად, 26 აპრილს, დაუვიწყარი გამარჯვება მოიპოვეს!” ამ სასიხარულო ინფორმაციას, საკვირაო სკოლის ხელმძღვანელი, ნენო გაბელია გვიზიარებს.
პატარა ემიგრანტებს, კი პრიზი რომის მერიის სპორტის, ტურიზმისა და დიდი ღონისძიებების მიმართულების ხელმძღვანელმა ალესანდრო ონორატომ გადასცა. დაკვნით ტურზე, მოცეკვავეები, რობერტო ბოლეს მასტერკლასზე არიან მიწვეულები ტურინში.
“AGORÀ Danza Insieme 2026‑ის კონკურსზე, რომის გულში, Via dei Fori Imperiali-ზე, მათ სრულიად ღირსეულად და დამაჯერებლად აიღეს პირველი ადგილი.

ჩვენი ბავშვები რომის ფორუმის სცენაზე, ღირსეულად, თავმომწონედ და სიამაყით იდგნენ და ეს ყველაფერი ერთი განსაკუთრებული ადამიანის უდიდესი შრომის შედეგია – სოფო ქევხიშვილი, ჩვენი ქორეოგრაფი, რომელიც დროს, ენერგიას და მონდომებას არ ზოგავს, რომ ქართველ ბავშვებს შეაყვაროს საკუთარი ფესვები, სამშობლო და ქართული ცეკვა. მისი შრომა და პროფესიონალიზმი დღეს კიდევ ერთხელ გახდა გამარჯვების მიზეზი. ბავშვებო, თქვენ კი, ჩვენი უსაზღვრო სიამაყე ხართ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას, გვეხაროს მუდამ ჩვენი მომავალი თაობის გამარჯვებით”, – აცხადებს ნენო გაბელია.





















































