იტალია ბევრს უყვარს და ხიბლავს, მათ შორის ქართველებსაც. ეს სიყვარული ყოველთვის არ არის მარტივი – ხშირად რთულ ემიგრაციულ გზას და ახალ რეალობას უკავშირდება. თუმცა არიან ადამიანები, რომელთათვისაც იტალია მხოლოდ დროებითი გაჩერება არ ყოფილა – ეს მათთვის ცხოვრების ახალი ეტაპი, გამოწვევებისა და შრომით მიღწეული წარმატების დასაწყისი გახდა. Tag: Pane georgiano
დღეს, ემიგრანტი ჟურნალისტი ნინა მამუკაძე, თავის საავტორო გადაცემაში LA PIAZZA, სწორედ ასეთ წყვილს გაგაცნობთ – კახა ცერცვაძეს და შორენა ქურხულს, რომლებიც ბოლონიაში ორ ქართულ რესტორანს – Pane Georgiano – წარმატებით ამუშავებენ და საქართველოს გემოს, სურნელსა და ტრადიციას უცხოელებს უზიარებენ.
აქ, ბოლონიის ამ მშვიდ ქუჩაზე, Via Donato Creti 77, მდებარეობს ადგილი, სადაც კახა და შორენა ქართულ ტრადიციას, გემოს და სტუმართმოყვარეობას უცხოელებს და სამშობლოს მონატრებულ ემიგრანტებს უზიარებენ. ეს არის ადგილი, სადაც თუ ერთხელ მაინც მოხვდებით, აუცილებლად დაბრუნდებით და თქვენს იტალიელ მეგობრებსაც თამამად და ამაყად ურჩევთ.
Pane Georgiano-ს ისტორია არ არის მხოლოდ ქართული რესტორნის ისტორია – ეს არის ადამიანური ძალისხმევის, ტრადიციისადმი ერთგულებისა და ემიგრანტული სიძლიერის ნამდვილი ამბავი.
🎤ავტორი და წამყვანი: ნინა მამუკაძე
🎥ვიდეოგრაფი: ქეთა სორდინი ჯაფარიძე
🎥ოპერატორი: სოფო ჩუთლაშვილი






















































