შედგა განსაკუთრებული კოლაბორაცია — ნონა & ზარაფხანა.
ზოგი იუბილე მხოლოდ თარიღი არ არის, ის ეპოქის აღნიშვნაა. სწორედ ასეთი მნიშვნელობის თარიღს მიეძღვნა ლეგენდარული მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით ქართული საიუველირო ბრენდის, ზარაფხანას, მიერ შექმნილი ექსკლუზიური საკოლექციო ნამუშევარი — „ჭადრაკი ნონა 85“, მოჭადრაკის ოჯახთან თანამშრომლობით. ჭადრაკის ოფიციალური პრეზენტაცია 25 ივნისს “ზარაფხანაში” შედგა.
ეს არ არის უბრალოდ ჭადრაკი, ეს არის ხელოვნების, სპორტისა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის ჰარმონიული შერწყმა, რომელიც პატივს მიაგებს ქალს, რომელმაც თავისი ისტორიული გამარჯვებებით მსოფლიო ჭადრაკის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერა და არაერთი თაობისთვის შთაგონების წყაროდ იქცა.
„ჭადრაკი ნონა 85“ თითოეულ დეტალში ატარებს სიმბოლურ დატვირთვას. იგი ასახავს ჩემპიონის გზას, მის დაუღალავ შრომას, ბრწყინვალე გამარჯვებებსა და იმ ღირებულებებს, რომლებთანაც ნონა გაფრინდაშვილის სახელი ათწლეულებია ასოცირდება — სიძლიერე, ინტელექტი, ღირსება და გამარჯვების სული.
ამ კოლაბორაციით შეიქმნა არა მხოლოდ უნიკალური საკოლექციო ნივთი, არამედ ისტორია, რომლის ნაწილი უკვე ნებისმიერი მსურველი შეიძლება გახდეს. „ჭადრაკი ნონა 85“ განსაკუთრებული შენაძენი იქნება როგორც ჭადრაკის მოყვარულებისა და კოლექციონერებისთვის, ისე ყველასთვის, ვინც აფასებს ქართულ კულტურას, ისტორიასა და იმ ადამიანებს, რომლებმაც საქართველოს სახელი მსოფლიოს გააცნეს.






























































